ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და გამომწერებს 8 აგვისტოს ჩასატარებელ პრაქტიკას უზიარებს, რაც მისი თქმით, სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ:
„8 აგვისტო, 2026 წელი: „ლომის კარიბჭე“. ძალიან მძლავრი დღე მანიფესტაციისთვის, მიზნების დასახვისთის და გადარესტარტებისთვის. მერვე დღე, მერვე თვე, 2026 წელში არსებული 26-ე ენერგია, რაც ისევ რვიანი გამოდის და მთლიანი დღის ჯამი 8.08.2026 - ისევ 26 გამოდის და ჯამში მერვე ენერგია.
გაოთხმაგებული 8-იანი გვაქვს ამ დღეს. ეს ყველაფერი 8 აგვისტოს არ მთავრდება. ამ ყველაფერს მივყავართ ისევ და ისევ ძალიან მძლავრი დღისკენ. 26.08.2026 - სადაც ისევ 8-იანების ენერგიაა.
გასწავლი პატარა პრაქტიკას, რაც სურვილების ასრულებაში დაგეხმარება:
დაწერე 3 შენთვის ყველაზე სასურველი მიზანი, ოღონდ ახლანდელ დროში, ისე თითქოს უკვე გაქვს, შემდეგ წაიკითხე ხმამაღლა, დახუჭე თვალები, წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი უკვე გაქვს და როგორ გრძნობ თავს. არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიო ამ ყველაფერს, უბრალოდ შეიგრძენი ის მდგომარეობა, როდესაც გაქვს ის ყველაფერი, რაც შენ გინდა. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიო სხვის პირად ნებაში, ანუ თუ სხვა ადამიანთან ყოფნა გინდა, კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა გინდა და შენ მასზე იფიქრებ, ეს უკვე შავი მაგიაა, რისი გაკეთებაც არ შეიძლება“, - ამბობს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა