Digest Logo

🎥 „გათხოვების, ქორწინების შანსები საკმაოდ მაღალია“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის მიხეილ ცაგარელისგან

1710143617
მიხეილ ცაგარელი

რას გვიქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტარული წყობა და ტენდენციები მიმდინარე კვირას?

„პირველი ნახევარი რთულია, თუმცა 15-იდან 25 რიცხვამდე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მარტში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა.

ასტროლოგის ცნობით, 15-მდე დაძაბული პერიოდია და ეს შლეიფი გრძელდება, ყურადღებით უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც საჭესთან არიან, რადგან იმატებს ტრავმულ-ავარიული პერიოდი.

ნახეთ, როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის.

ვერძი - ენერგოტონუსი 15 მერე მოიმატებს, ჯანმრთელობა და იმუნიტეტი ექნებათ მაღალ დონეზე, იღბლიანობა მატულობს და ბევრად მშვიდად იქნებით. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, იყავით ყურადღებით. ინვესტიციებისთვის არაა კარგი პერიოდი.

მიჰყევით დინებას, არ შეეწინააღმდეგოთ საკუთარ სურვილებს.

კურო - იმპულსურობა ძლიერდება, ზედმეტად ემოციური ხდება. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობას არ უჩივით. მეორე ნახევარი 15 რიცხვიდან განსაკუთრებულად წარმატებული ხდებით, ფინანსური და ზოგადი კუთხით.

ტყუპები - პირველ ნახევარში აქვთ შეზღუდვის პრობლემა, ოჯახი, კოლეგები. ეს გახდება კონფლიქტის საბაბი. მოითმინეთ და თავისუფლება გაძლიერდება. თუ მეტ დიპლომატიას გამოიჩენთ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, მეტად ეფექტური კვირა იქნება.

კირჩხიბი - ერთ ერთ საუკეთესო დროა, შარმი, მიზიდულობა კრეატიულობა ყველაფერი მაღალ დონეზე გაქვთ. პირველ ნახევარში მეტი ყურადღებაა საჭირო. ფარული მტრები, ჭრები და ინტრიგები. საიდუმლოდ იმოქმედეთ. მეორე ნახევრიდან მოგზაურობისთვის არის კარგი პერიოდი.

ლომი - ლომისთვის ამ კვირაში კარიერაა მთავარი, ცდილობს იპოვოს ახალი სამსახური, კარიერული წინსვლის პერსპექტივები, მაგრამ ამან შეიძლება ბევრი პარტნიორი გააღიზიანოს და კონფლიქტის ალბათობა მაღალია. პირველ ნახევარში ძალიან ნუ გადაიღლებით. 15 რიცხვიდან ენერგია ემატებათ, უფრო ნაკლებად იღლებიან და შრომისუნარიანობა მატულობს. ნუ იხმაურებთ თქვენი გეგმების შესახებ. 

ქალწული - მთლიანობაში კარგი კირა გაქვთ, არ იყოთ ჯიუტები. შეიძლება სერიოზულ დაპირისპირების მიზეზი გახდეს. მეორე ნახევარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვისაა.

სასწორი - გაზრდილი ამბიციები უშლის ხელს, ეს პარტნიორებთან ქმნის კონფლიქტებს. აკონტროლეთ ამბიციები კვირის პირველ ნახევარში. 

მორიელი - კრეატიული, ეფექტური და მიმზიდველია, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მისთვის. ვერ იტანს კრიტიკას ამ პერიოდში და შეიძლება არავის არაფერი არ შეარჩინოს, რაც შეიძლება კონფლიქტის საბაბი გახდეს. შეიძლება ახალი პარტნიორები გამოჩნდნენ და ამან ძველები გააღიზიანოს. პირველ კვირაში იყავით მშვიდად და ფრთხილად.

მშვილდოსანი - უკომპრომისო და კრიტიკულია კვირის პირველ ნახევარში. სარკასტულია. მეორე ნახევარში რბილდება და ენერგია ემატება, ოპტიმიზმი მატულობს. არ გადატვირთოთ ნერვული სისტემა.

თხის რქა - ენერგიულია, შრომისმოყვარე, მომთმენი ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ახალი ინფორმაციის და პარტნიორული მოლაპარაკების, ახალი შეხვედრების დროა. სწავლის კუთხით ეფექტურია. ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს მოერიდეთ, პირველ ნახევარში. მეორე ნახევარი წარმატებულია ფინანსური კუთხით, დიდი შესაძლებლობები აქვს, წარმატების ბევრი ფაქტორი. 

მერწყული - საინტერესო პერიოდი გაქვთ, სურვილი გექნებათ რამე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. საყოფაცხოვრებო პრობლემები მოითხოვენ ხარჯს. მიხვდებით რომ ფინანსებს ვერ წვდებით. კარგად გაიაზრეთ რა გინდათ. დაალაგეთ პრიორიტეტები, რაში გსურთ დახარჯვა.

თევზები - რაც შეიძლება აქტიურად უნდა გაიაროთ ეს კვირა, შანსები გათხოვების, ქორწინების, შემოქმედებითი ნიჭის, ფინანსური კუთხით გაუმჯობესების, კარიერული წინსვლის, გამრავლების, არნახულად მაღალია.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ მასწავლე, რომ სიყვარული უსასრულოა...“- რას წერს ილია თოფურიას მეუღლე

⭕🎥 „საუკეთესო სამეული“- ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ხვიჩა კვარაცხელიას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და ნიჭი...“ - კახა კალაძე

⭕🎥 „პირველი ნახევარი რთულია, თუმცა 15-იდან 25 რიცხვამდე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მარტში“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი