Digest Logo

„გაუშვი ქარში, წყალში ან დაწვი...“ - როგორ მოვიშოროთ, რაც არ გვინდა?! ქეთევან ჯანდიერი 10 ივლისის - „ირმის მთვარის“ რიტუალზე

1751873443
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი - ეს, ის ვრცელი ჩამონათვალია პროფესიებისა, რომელსაც ქეთევან ჯანდიერის ფლობს.

ამჯერად იგი საჯარო პოსტში, რომელსაც სოციალურ გვერდზე აქვეყნებს, Buck Moon, იგივე „ირმის მთვარის“ შესახებ წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს.

10 ივლისი კარგი დღეა გაჯანსაღებისთვის, ფინანსების ზრდისთვის, სურვილის ასრულებისთვის:

„ახლა, სრული მთვარე 10 ივლისს იქნება - „ირმის მთვარე“ და ეს პერიოდი არის შინაგანი ძალის გამოღვიძება!

10 ივლისს ცაზე აისახება წლის ერთ-ერთი ყველაზე დამუხტული სრული მთვარე — „ირმის მთვარე“, რომელიც თავის სიმაღლეს მიაღწევს თვე-ნახევრის განმავლობაში დაგროვილი ემოციების, ფიქრებისა და სურვილების კულმინაციაში.

ეს მთვარე ცნობილია როგორც Buck Moon — იგივე, ირმის მთვარე, რადგან ზაფხულის შუაგულში ველური ირმების რქები იწყებს ზრდას. სწორედ ამიტომ, ის უკავშირდება ახალ ძალას, შინაგან წინსვლას და ახალი ციკლის დაწყებას.

რას ასახავს ეს მთვარე სიმბოლურად?

  • შინაგანი სიმტკიცის დაბრუნებას — მე შემიძლია, „უნარი მაქვს“, — ბრუნდება სხეულში.
  • მიახლოება საკუთარ ბუნებასთან — ბუნებასავით გულწრფელი და ძლიერი ერთდროულად
  • მოდუნება და გათავისუფლება — განსაკუთრებით თუ წინა კვირებში იყო შიდა წნეხი ან გაურკვევლობა

ეზოტერული კონტექსტი:

ეს მთვარე სრულდება თხის რქის ზოდიაქოში — რაც ნიშნავს, რომ ის დაკავშირებულია:

• პირად მიზნებთან  
• შრომის ნაყოფთან  
• ემოციური დისციპლინის გაძლიერებასთან  

მთავარი კითხვაა:

რას აშენებ შენ?  რას სჭირდებოდა მოთმინება, ხოლო ახლა მომწიფდა?

ენერგეტიკული პიკი — რისთვის გამოვიყენოთ?

განთავისუფლების რიტუალისთვის: დაწერე ის, რაც გინდა რომ წავიდეს — შიში, ბრაზი, წარსული და გაუშვი (დაწვა, ქარში გაშვება ან წყალში ჩაშვება).

საოჯახო და პირადი ენერგო გაწმენდისთვის: სრული მთვარე შესანიშნავია სახლის დალაგების, თეთრეულის შეცვლის, თბილი სანთლების დანთების, ხმელი მცენარეების გამოყენების დროა.

საკუთარი ტემპის დაბრუნებისთვის: თუ სხეული შენც გეუბნება „ვიყოთ ცოტა მშვიდად“ - მოუსმინე. ამ მთვარეს სიჩუმე უხდება.

10 ივლისის მთვარე არ მოითხოვს დიდ „ექშენს” — ის გვასწავლის, რომ წინსვლა შეიძლება მოხდეს უხმოდ, შიგნიდან, რქების გამოზრდით და არა რქებით ბიძგით.

ეს დროა, როცა სხეული, გონება და სული ერთიანდება ერთ მიზანში — შენი ბუნებრივი სიძლიერის დაბრუნებაში.

კარგია:

  • გაჯანსაღების/ჯანმრთელობა,
  • ფინანსების ზრდის
  • განწმენდა/გათავისუფლების
  • წარმატების აქტივაციის
  • სურვილის ასრულებისთვის“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 4 გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა, ურანის ტყუპების ზოდიაქოში გადასვლა - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„აბა, შევესიეთ ქართველები...“ - Sporting CP გიორგი ქოჩორაშვილის ახალი ფოტოები გაავრცელა

🎥 „მთავარი თემა ურთიერთობებია, დაიცავით პირადი სივრცე და სწორი დამოკიდებულება გქონდეთ მეორე ნახევართან“ - 7 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზი ნინა სუსლოვასგან