ჰოროსკოპი • 1792353700
ზოგადი ფონი: ოქტომბრის
მესამე დეკადაში
ასტროლოგიური ამინდი
მკვეთრად იცვლება და
ბევრად უფრო ღრმა,
ტრანსფორმაციულ ფაზაში
გადადის. თუ კვირის პირველ
ნახევარში სასწორში
მოძრავი მზე ჯერ კიდევ
გვაძლევს საშუალებას,
პრობლემები დიპლომატიური
გზით მოვაგვაროთ,
პარასკევიდან (23
ოქტომბრიდან) მზე მორიელის
ნიშანში გადადის. ეს
ნიშნავს, რომ წინა პლანზე
ფსიქოლოგიური სიმტკიცე,
კრიზისების მართვა და
ფინანსური საკითხები
გამოდის. მთელი კვირის
მანძილზე იგრძნობა
„ორმაგი დამუხრუჭების“
ეფექტი: რეტროგრადულ
ვენერას შაბათს, 24
ოქტომბრიდან რეტროგრადული
მერკურიც ემატება.
მოლაპარაკებებში,
შეთანხმებებში, ფინანსურ
და სავაჭრო ოპერაციებში
სერიოზული შეფერხებები
გაჩნდება. თუმცა, სამყარო
ამ პაუზას ტყუილად არ
გვაძლევს - ეს კარგი დრო
იქნება, რომ წარსულს
მივუბრუნდეთ, გადავაწყოთ
სამუშაო და საოჯახო
პროცესები, აღვადგინოთ
ძველი კავშირები და
გავთავისუფლდეთ
ყველაფრისგან, რაც
ამოიწურა და ზედმეტ
ტვირთად იქცა.
იხილე მეტი