Digest Logo

„გელოდებათ პოზიტიური ცვლილებები“ - 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1773865394
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

19 მარტის ჰოროსკოპი

მთვარის დღე — 29 / 1 / 2

ფაზა — ახალი მთვარე თევზებში / მთვარე ვერძში

ვერძი

შესაძლოა პროფესიული ზრდის კარგი შესაძლებლობა გაჩნდეს. ნუ დაელოდებით, სანამ იღბალი თავად მოვა იყავით აქტიური და მიზანმიმართული. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სასარგებლოა ახალი ნაცნობების შეძენა და საჭირო ადამიანებთან კონტაქტების გაღრმავება.

კურო

არ თქვათ უარი მოწვევებზე. იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული ეს დაგეხმარებათ გავლენიან ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. მოგზაურობები იქნება სასიამოვნოც და სასარგებლოც. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ. პირადი ურთიერთობები გაძლიერდება.

ტყუპები

მოსალოდნელია დაძაბული დღე. მნიშვნელოვანი საქმეები დიდ ენერგიას მოგთხოვთ. კონცენტრირდით ერთ მთავარ მიზანზე. რთულ პროექტებსაც გაუმკლავდებით. ურთიერთობები პარტნიორთან სასიამოვნო იქნება კარგი დროა ერთად დროის გასატარებლად.

კირჩხიბი

მოვლენები სწრაფად განვითარდება, საჭირო იქნება სწრაფი რეაგირება. გაჩნდება ახალი იდეები და გეგმები. ნუ დაგავიწყდებათ ძველი საქმეების დასრულება. პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. მარტოხელები კვლავ სიყვარულის ძიებაში იქნებიან.

ლომი

თქვენი შრომისმოყვარეობა დაფასდება. იყავით ინფორმირებული, რომ არ გამოგრჩეთ კარგი შესაძლებლობები. თუ ურთიერთობაში ხართ გამოიჩინეთ ინიციატივა. კარგი პერიოდია ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.

ქალწული

მობილიზება და კონცენტრაცია აუცილებელია მიზნის მისაღწევად. თუმცა არ დაგავიწყდეთ დასვენებაც. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული კოლეგების მიმართ მეგობრული საუბარი ბევრს მოაგვარებს. ოჯახში ჰარმონიაა. მარტოხელებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით.

სასწორი

ენერგიის და ძალის მატებას იგრძნობთ. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეებისა და კრეატიული პროექტებისთვის. თქვენი შრომა დაფასდება. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. ზოგიერთს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება.

მორიელი

დღე ხელსაყრელია ახალი უნარების შესაძენად და განათლებისთვის. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. თუმცა ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო — შესაძლოა, დახმარება დაგჭირდეთ ახლობლებისგან.

მშვილდოსანი

გელოდებათ პოზიტიური ცვლილებები და ძლიერი ემოციები. დროა იმ საქმეებზე კონცენტრირდეთ, რომლებიც დიდი ხანია ელოდება შესრულებას. მივლინებები და მოგზაურობები სასარგებლო და ფინანსურად მომგებიანი იქნება.

თხის რქა

თქვენი სიმტკიცე და მიზანდასახულობა წარმატებას მოგიტანთ. კოლეგებისადმი პატივისცემა თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. დაგეგმეთ დღე სწორად და შეინარჩუნეთ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.

მერწყული

რაც გუშინ ვერ დაასრულეთ, დღეს უფრო მარტივად გამოგივათ. აქტიურობა და შრომისმოყვარეობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში სიფრთხილეა საჭირო — პატივი ეცით პარტნიორის აზრს.

თევზები

თქვენთვის დღე წარმატებული და დინამიკური იქნება. თუ საქმეს გულით აკეთებთ — იღბალი თქვენს მხარეს იქნება. კარგი დროა ახალი სამსახურის მოსაძებნად და განვითარებისთვის. ურთიერთობები გაძლიერდება და ემოციები გაღრმავდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში - ფოტოგალერეა

⭕„ჯეოსტარს“ ფაქტობრივად ვტოვებდი, მირეკავს ტელეფონი და მატყობინებენ, რომ პატრიარქს უნდა ჩემი ნახვა...“ - ოთო ნემსაძე ილია მეორესთან შეხვედრას იხსენებს

⭕„12 წლის ვიქნებოდი, როდესაც სიონის ტაძარში, უამრავ ადამიანში გამომარჩია, თავზე ხელი დამადო და დამლოცა, ეს შეგრძნება დღემდე მახსოვს“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი