ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია როგორც „ანა მზიანი“ - კუროსთვის თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.
მისივე განმარტებით, თებერვლის დასაწყისში სახლთან, უძრავ ქონებასთან, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები იქნება გამოკვეთილი.
„თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის
2 თებერვალს, 02:08-ზე სავსემთვარეობა გველოდება ლომში - სახლთან, უძრავ ქონებასთან, ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები უნდა გამოიკვეთოს. შეიძლება დაასრულოთ რემონტი ან გადაწყვიტოთ, რომ გჭირდებათ რამის შერემონტება, შეიძინოთ რაღაც მნიშვნელოვანი ოჯახისთვის. ზოგიერთი შეიცვლით მისამართს ან თუ იპოთეკა გქონდათ, დახურავთ. ზოგიერთი გადაწყვიტავთ ოჯახურ ბიზნესში ჩართვას.
5 თებერვალს მერკური დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული დღეა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ინტერნეტი აურევს ან ელექტრონივთები გამოვა წყობიდან. კონფლიქტური დღეა. შეიძლება მოულოდნელად შეგეცვალოთ გეგმები, შეთანხმებები, სხვების გამო. ზოგიერთი მიიღებთ მოულოდნელ ინფორმაციას. ეცადეთ, სამსახურში ყველაფერი მოწესრიგებული გქონდეთ, მოულოდნელად ვინმემ რომ შეგამოწმოთ.
6 თებერვალს მერკური თევზებში გადავა და დარჩება შუა აპრილამდე - გახშირდება მეგობრებთან შეხვედრები. ახალი იდეები დაგებადებათ, განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროში და ჩაიწერეთ, რათა ხელსაყრელ დროს განახორციელოთ. გახშირდება მიმოწერა. ზოგიერთს გელოდებათ კომუნიკაციის აღდგენა ძველ კოლეგებთან, მეგობრებთან ან შეიძლება იმ ჯგუფში/გუნდში დაბრუნდეთ, რომლის წევრიც იყავით.
8 თებერვალს თქვენი მმართველი ვენერა კონფლიქტშია ურანთან - მოგინდებათ რაღაცის შეცვლა, იმის, რაც თქვენთვის ბუნებრივია, მაგრამ ექსპერიმენტებს არ გირჩევთ, მოგვიანებით რომ არ ინანოთ. არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებას, ნუ გადაირევით, სანამ რამეს იტყვით, ათამდე დაითვალეთ.
10 თებერვალს მერკური კვადრატში შავ მთვარესთან - შეიძლება ჭორი ან ტყუილი გაიგოთ მეგობრებზე ან გაიგოთ, რომ რომელიღაც გატყუებთ. ფრთხილი იყავით სოციალურ ქსელებში.
10 თებერვალს ვენერა თევზებში გადავა 7 მარტამდე - შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დგება. შეიძლება მეგობრებთან ერთად ახალი პროექტი დაიწყოთ. ზოგიერთს გელოდებათ სარფიანი შემოთავაზება. ზოგს კი ინტერნეტში მოწონება და შექება. ზოგადად, თუ შემოქმედებით სფეროში ხართ, დროა, თქვენი ნამუშევრები ინტერნეტით მსოფლიოს გააცნოთ.
12 თებერვალს მერკური შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - პლანეტები ისევ სოციალური აქტიურობისა და მომავლის პროექტების შექმნისკენ მოგიწოდებენ. თქვენი საქმიანობა სოციუმში უნდა გაიტანოთ, კარგი იქნება ონლაინმაღაზიის შექმნა. აგრეთვე, თუ თანამოაზრეების ჯგუფს შექმნით და ერთად დაიწყებთ იმის კეთებას, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.
14 თებერვალს სატურნი ვერძში გადადის - ილუზებსა და ოცნებებს უნდა დაემშვიდობოთ და უფრო კონკრეტული უნდა გახდეთ. მეტი დაკვირვება და პასუხისმგებლობა გმართებთ დასვენების, ჯანმრთელობის, შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. ზოგიერთს გელოდებათ განმარტოება/იზოლაცია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს დეკრეტთან. ზოგიერთი კი გადაწყვეტს, სამსახურიდან წამოსვლას და განმარტოებით მუშაობას.
16 თებერვალს მერკური ჰარმონიულ ასპექტშია იუპიტერთან - შეხვედრების, საყიდლებისა და შეთანხმებების გაფორმების დღეა. ზოგიერთს გელოდებათ სასიამოვნო ინფორმაცია და ზოგსაც - ფულის ჩარიცხვის შეტყობინება.
17 თებერვალს 16:13-ზე ახალმთვარეობა და წლის პირველი მზის დაბნელება გველოდება მერწყულში. ამავე დღესვე გველოდება აღმოსავლური ახალი წელი და დადგება ცეცხლოვანი ცხენის წელი - ამ დღიდან უნდა მოინდომოთ, რომ გაიუმჯობესოთ კარიერა, აიმაღლოთ სტატუსი რამის შეძენით, პირად ცხოვრებაში ცვლილებით. ზოგადად, დაბნელების ციკლი მერწყული-ლომის ღერძზე 2 წელი იქნება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნახტომი უნდა გააკეთოთ კარიერაში.
18 თებერვალს თქვენი მმართველი ვენერა შეერთებაშია ჩრდილოეთ კარმულ კვანძთან - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, შეიძლება მიიღოთ ძვირფასი საჩუქარი. თავისუფლებს კი გელოდებათ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება კარმული პარტნიორი მოვიდეს. კარგი იქნება, რომ ჩამოწეროთ სამომავლო მიზანი, რომელიც, განხორციელების შემდეგ, გამოგარჩევთ გარშემო მყოფებისგან.
20 თებერვალს სატურნი და ნეპტუნი ვერძში შეერთდებიან - დააკვირდით სიზმრებს, იდეებს, რაც ამ დღეს დაგებადებათ. უნდა დაემშვიდობოთ ილუზიებს და მეტი პასუხისმგებლობით მოერიდოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას, საქმიანობას. და რაც ყველაზე მთავარია, უნდა გამოყოთ დრო დასვენებისთვის. არ გირჩევთ ალკოჰოლის ან სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.
22 თებერვალს ვენერა მეგობრულ კავშირშია იუპიტერთან - მოიმატებს ოპტიმიზმი, უფრო სასიამოვნო გახდება რამის კეთება. მიიღებთ საჩუქარს, მატერიალურ ჯილდოს. შეიძლება შეხვდეთ სასიამოვნო ადამიანს ან მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კარგი იქნება, თუ მოაწყობთ მეგობრულ შეხვედრას და გულუხვად გაუმასპინძლდები მათ.
26 თებერვალს მერკური რეტროგრადული ხდება 21 მარტამდე - გადახედეთ სამომავლო მიზნებს და შეიტანეთ მათში ცვლილებები თქვენთვის სასიკეთოდ. შეიძლება მიუბრუნდეთ გადადებულ სწავლას. ზოგიერთი მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენას ზოგიერთ ადამიანზე, მოვლენაზე, გაირკვევა საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ.
27 თებერვალს მარსი დაძაბულ ასპექტშია ურანთან - დაძაბული, აგრესიული და ფეთქებადი დღეა, აკონტროლეთ ემოციები. გარშემო მყოფებმა მოულოდნელად შეიძლება წამოგიყენონ პრეტენზიები. არ გარისკოთ და დღეს არაფერი იყიდოთ. ფრთხილად მჭრელ და ფეთქებად ნივთებთან.
27 თებერვალს მზე შეერთებაშია ჩრდილოეთის კარმულ კვანძთან - დააკვირდით, სად დაინახავთ საკუთარ თავს მომავალში და რა გზა უნდა აირჩოთ, რომ მიზნისკენ მიგიყვანოთ. დააკვირდით, რა ინფორმაციას მიიღებთ ამ დღეს. დღეს ახალი საქმეები არ დაიწყოთ, მაგრამ ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რომელიც მომავალში გამოგამზეურებთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შაქრით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას“ - რას წერს დერმატოლოგი