ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე თვის მნიშვნელოვან დღეებზე „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, დღეიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც კონფლიქტებს და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებს ქმნის. ასევე, მზე გადადის მორიელში და გვაქვს მზის და მთვარის დაბნელება.
გარდა ამისა, ასტროლოგი ყველა ნიშანს სთხოვს, ამ კვირაში მოთმინებისა და სიმშვიდის გამოჩენას, ასევე აცნობს იმ პერსპექტივებს, რომლებსაც მათ კოსმოსი სთავაზობს.
მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში:
ვერძი - შეიძლება იმ გეგმების გადახედვა მოგიწიოთ, რომელიც თქვენ გქონდათ დასახული, რადგან აღმოჩნდება, რომ ეს მიზნები და გეგმები არ არის რეალური, ან დიდ ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად გაასაიდუმლოვეთ საკუთარი იდეები, რადგან როგორც კი ამას მომენტალურად გათქვამთ, სხვები თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
კურო - თქვენი მთავარი პრობლემა ამ კვირის განმავლობაში არის ცდუნება. ზედმეტად გაღიზიანებული და სულსწრაფი ხართ. სწორედ ეს ხდება კონფლიქტის მიზეზი. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები. ამიტომ, მეტი თავდაჭერა, ტაქტი და დიპლომატია გამოიჩინეთ. არის სასიკეთო ტენდენცია, მოიმატებს თქვენი ენერგოტონუსი.
ტყუპები - გაქვთ ძალიან დიდი პრობლემების ალბათობა. რაც წინა ერთი თვის განმავლობაში დააგროვეთ, შეიძლება დაკარგოთ. სულსწრაფობა, მოუთმენლობა, შინაგანი მერყეობა, კონფლიქტების ალბათობა ახლობლებთან, მეგობრებთან ერთიორად მატულობს, რაც გახდება დაძაბულობის ფაქტორი.
კირჩხიბი - ერთის მხრივ კარგი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი მატულობს, ინტუიცია მზარდია, შესაძლებლობები წარმატებისა გაქვთ, რადგან უფრო მეტად შრომისუნარიანები და ნებისყოფიანები იქნებით. ყურადღება მიაქციეთ წყალქვეშა დინებას. ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან გავა ინფორმაცია, რომელიც თქვენს რეპუტაციას დასცემს, ეს კი გახდება სერიოზული კონფლიქტის მიზეზი, რაც შეიძლება ამ ადამიანებთან დაშორების საბაბი გახდეს. თქვენ ამისთვის მზად არ იქნებით და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
ლომი - ენერგოტონუსი იკლებს, გამოიჩინეთ მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე. პრობლემები შეგექმნებათ სოციალურ სფეროში. ვალები, რომელიც დასაბრუნებელი გქონდათ, ახლა შეგახსენებენ თავს. გადაუხდელ ჯარიმებთან პრობლემები გექნებათ. რაც საჭიროა ყველაფერი გადაიხადეთ და მოაწესრიგეთ.
ქალწული - ენერგოტონუსი იმატებს, შრომისუნარიანი ხართ და ყველაზე კარგად ამ კვირის დარტყმას თქვენ აიტანთ. თქვენი პრობლემა თქვენი პარტნიორებიდან მოდის, მით უმეტეს საქმიანი პარტნიორებიდან, რომელთა ზღვარგადასული ფანტაზია და აუსრულებელი იდეები შემოიტანს ქაოსს საერთო საქმეში. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და ნუ ენდობით სხვას.
სასწორი - ენერგოტონუსს კარგავთ, იმუნიტეტი ეცემა და ასევე ფსიქოემოციური სტაბილურობა. ეს არის პერიოდი, როდესაც არავითარი კაპიტალდაბანდება, ინვესტიციები, არავითარი ფულის ხარჯვა არ უნდა მოხდეს, რადგან ეს გახდება სერიოზული მატერიალური პრობლემების მიზეზი, რაც დაღს დაასვამს თქვენს ცხოვრებას და შესაძლებლობას. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას.
მორიელი - მდგრადი, მებრძოლი და უშიშარი ხართ, მაგრამ წყალქვეშა დინებები თქვენზე მოქმედებს. მოიმატებს პარტნიორული დაძაბულობა. ურთიერთობა, რომელიც ნერვებს გიშლიდათ, ან ხელს გიშლიდათ წინსვლაში, ახლა ტრანსფორმაციის წინაშე აღმოჩნდება. კონფლიქტი იქნება, რომელიც შეიძლება დაშორებით დასრულდეს.
მშვილდოსანი - უნდა იყოთ ძალიან ფრთხილი. წლის განმავლობაში გეწყებათ ერთ-ერთი რთული პერიოდი, 15 ნოემბრამდე. თქვენი ენერგოტონუსი იწყებს შემცირდება. დაღლილობის ფაქტორი მოიმატებს. სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ, შეცდომების ალბათობა დიდი გაქვთ. ძალიან მაღალია შანსი, რომ სტრესული მდგომარეობა შეგექმნათ. გამოიჩინეთ სიფრთხილე, წინდახედულობა და სიმშვიდე.
თხის რქა - სურვილი გექნებათ გაიჩინოთ ახალი მეგობრები. მაგრამ შეცდომები შეიძლება დაუშვათ ინვესტიციებში და კაპიტალის დაბანდებაში. მაქსიმალურად იყავით ფრთხილად ბიზნესს საქმიანობასთან და ინტერნეტთან. შეიძლება მიიღოთ არასწორი ინფორმაცია, ან გაიცნოთ საეჭვო ადამიანები.
მერწყული - დასრულდა დრო ორიგინალური იდეებისა. მცირდება ენერგოტონუსი. მოიმატებს სხვადასხვა წინაღობა. ამასთან ერთად მაქსიმალურად გამოიჩინეთ დიპლომატია, ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ. თავს შეგახსენებენ ინფექციონისტები, გაძლიერდება ინფექციები.
თევზები - ენერგოტონუსი მატულობს, წარმატების ფაქტორი მოიმატებს. თუმცა კონფლიქტების ალბათობა დიდია. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავდაჭერა, რადგან არ მოხდეს დაშორება და დაძაბულობა. გმართებთ ცოტა მეტი სიფრთხილე ხელმძღვანელ პირებთან.
ასევე დაგაინტერესებთ👇