„გამოაცხადეთ სრული მობილიზაცია, კოსმოსური შტორმი გვაქვს. დღეიდან, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ქმნის კონფლიქტებს და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებს. ასევე, მზე გადადის მორიელში და მესამე, მზის და მთვარის დაბნელება გვაქვს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა და კვირის ასტროლოგიური პროგნოზი შემოგვთავაზა.
„მინდა გთხოვოთ, რომ ამ წლის განმავლობაში სრული მობილიზაცია გამოაცხადოთ. კოსმიური შტორმის პერიოდი გვაქვს.
დედამიწა დღეიდან უარყოფით ენერგოველში შედის, 15 ნოემბრამდე. ეს ნიშნავს, რომ გეომანტია იძაბება, ძაბავს ადამიანებს, რაც ქმნის კონფლიქტებს, ჯანმრთელობის პრობლემებს და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებს. ამინდები შეიცვლება. იცვლება წნევებიც.
მზე გადადის მერკურში. ინტელექტის მმართველი პლანეტა და ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, სამივე გადადიან მორიელში. მორიელი ეს არის აგრესია, სიჯიუტე, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, წყენა, სამაგიეროს გადახდა, ზედმეტი სიხისტე და პირდაპირობა. ანუ ეს უარყოფითი თვისებები მოიმატებს.
ხვალ გვაქვს მზის დაბნელება და ახალმთვარეობა და, ხოლო 8-ში სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება.
ორი დიდი პლანეტა შავი ენერგიისა, ერთად ხვდებიან კირჩხიბის ზოდიაქოში. მზად იყავით იმისთვის, რომ გამოხტებიან ადამიანები, ვინც ეროვნული ფასეულობების დაკნინებას დაიწყებენ.
მატულობს ღალატის ტენდენცია. წინ გაქვთ მაცდუნებელი და რთული პერიოდი და გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ოჯახებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თქვენს ირგვლივაა.
თავი დაანებეთ ხელშეკრულებებს, ახალ იდეებს. სჯობს, დაკავდეთ სპორტით, პოეზიით, ბუნებით, ვარჯიშით, ლოცვით და ა.შ.
შემოვიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და მეტი სასიკეთო ენერგია გავუშვათ სამყაროში.
იქით კვირაში გველოდება მარსის რეტროგრადულობა და ჰელოუინი, რომელიც ძალიან სახიფათო ღამეა.
დაძაბულობამ მოიტანა ხუთი გეომაგნიტური დღე, ეს ძალიან იშვიათია. დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ და შაბათს. ეს ნიშნავს წნევის ცვალებადობას, ამიტომ აკონტროლეთ მდგომარეობა, ძალიან ბევრი იქნება შეუძლოდ.
კოსმოსი გვიწყობს გამოცდას, ზემოთ არის შტორმი“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇