Digest Logo

„როდესაც ნიკამ ნელი დოროყაშვილი გამაცნო, მასში მტაცებელი დავინახე, სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი, ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა“ - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი

1666470836
ნეკა და ნიკოლოზი

თამაზ ბიჩინაშვილი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დასწერა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, როდესაც ნიკოლოზმა ნეკა გააცნო, მასში თავიდანვე დაინახა მტაცებელი.

„ნიკა ბასილაშვილი... სანამ ნიკა „იმას“ცოლად მოიყვანდა, ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო, მასში მტაცებელი დავინახე. სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი.

ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ტოპ15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია“, -  წერს თამაზ ბიჩინაშვილი.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ყოფილი მეუღლის ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„წინასწარ გამოგქონდეს დასკვნები მხოლოდ იმის გამო, რომ ერთის მიმართ სიმპათია გაქვს, მეორე კი გაღიზიანებს - ეს გულდასაწყვეტი და არასწორია“ - დათო გორგილაძე

🔵რა ქონებას ფლობენ ბასილაშვილი და დოროყაშვილი

🔵„კაცი ცოლს, თუნდაც ყოფილს, რას ჰგავხარ და დატყლარჭული ხარო - ეტყვი, მანდ გინდ მართალი იყავი, მაინც ბანძი არაკაცი ხარ, ჯიგარო“ - ბექა მჭედლიშვილი