„ყოველ ჩვენგანს აქვს სრული უფლება საკუთარ თვალსაზრისი ჰქონდეს. და თუ ჩვენი აზრი არ ემთხვევა, რა საჭიროა კამათი, დარწმუნება ან გადარწმუნება. აბსოლუტურად, ნორმალურია, ურთიერთობაში გქონდეს საკუთარი აზრი, უდავოდ, არანორმალურია მისი სხვებისთვის თავზე მოხვევა“, - ამის შესახებ პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ის არის მართალი - ეს უკვე ეგოს გამოვლინებაა. კომპრომისზე წასვლა კი ხელოვნებაა:
„მგონი ღირს დავფიქრდეთ, რატომ უნდა გავბრაზდე ან მეწყინოს ვინმესგან, მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს?
მე მაქვს ჩემებური ხედვა და აღქმა მას თავისი, ისინი უბრალოდ განსხვავებულია.
მაგალითად, შენ ხომ არ გწყინს ან ბრაზდები, გარეგნულად რატომ არ ჰგავხარ სხვას?
მაშ, რატომ გიჩნდება წყენა, როცა ვიღაცა სამყაროს სხვანაირად, მისებურად ხედავს? ყველანი უნიკალურები ვართ.
ყველამ ჩვენი ტკივილები, შიშები და განცდები გავიარეთ და გავდივართ, თითოეული ჩვენთგანი სხვადასხვანაირად ვგრძნობთ, სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ცხოვრებას.
ერთსა და იმავე ფერსაც, მე და ჩემი მეუღე სხვადსხვანაიდ აღვიქვამთ რაც ადრე დავის და დღეს, გართობის საგნად ქცეულა.
რა მოხდა მერე, ვიღაცას ზამთარი უყვარს, ვიღაცას - ზაფხული. ვიღაცას მეწამურისფერი წითელი ჰგონია,
ერთი ოპერას უსმენს, მეორე - ესტრადას და მაშინაც კი, როცა ადამიანების გემოვნება ემთხვევა, მათი აღქმა მაინც უნიკალურია , ინდივიდუალურია, საინტერესოა - მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი.
ყოველ ჩვენგანს აქვს სრული უფლება საკუთარ თვალსაზრისი ჰქონდეს. და თუ ჩვენი აზრი არ ემთხვევა, რა საჭიროა კამათი, დარწმუნება ან გადარწმუნება. აბსოლუტურად, ნორმალურია, ურთიერთობაში გქონდეს საკუთარი აზრი,
უდავოდ, არანორმალურია მისი სხვებისთვის თავზე მოხვევა.
როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ის არის მართალი - ეს უკვე ეგოს გამოვლინებაა. კომპრომისზე წასვლა - ხელოვნებაა.
როცა ადამიანს იღებ ისეთს როგორიც არის, იმიტომ რომ პირადად შენი თავი შეცნობილი გაჰყავს ასე თუ ისე , იცი არც შენ ხარ/იყავი „მამა აბრამის ბატკანი“, ამიტომ იღებ ისეთს როგორიცაა, მაშინ არც სურვილი გიჩნდება ვინმეს მოახვიო შენი ხედვა.
და ეს არის გაცნობიერებულობა. როცა სამყაროს გულის ცენტრიდან ეხსნები და აღიქვამ, იღებ საკუთარ თავს და ყველას, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება.
ხოლო როცა, ცხოვრებას ეგოს პრიზმით უყურებ, მაშინ შენთვის არსებობს მხოლოდ ერთი „სწორი“ აზრი - ისიც შენი.
წარმოიდგინე, უზარმაზარი ტყე და ამ ტყეში უთვალავი ხეები. თითოეული ხე თავისი ხედვიდან ასკვნის და აღიქვამს რეალობას. ის ხომ არ ცდება? უბრალოდ, ასე ხედავს და აღიქვამს. თითოეული ჩვენგანი, ჰგავს ამ ხეს - თითოეული ჩვენგანის აღქმა სხვადასხვაა.
ტყე მხოლოდ ზემოდან ჩანს ერთიანი, ისევე როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება მხოლოდ შემოქმედს ეკუთვნის.
მხოლოდ ის, არის ჩვენი ტყის შემოქმედი, თავისი არსით და მისიით..
ჩვენ კი მხოლოდ ამ უზარმაზარი ტყის მცირე თუ დიდი ხეები, ბალახები, ყვავილები ეკლები.... ვართ და ვხედავთ, იმ ადგილიდან რასაც ვწვდებით. და ამიტომ… ნუ დაარქმევთ ჩვენს შეხედულებას ჭეშმარიტებას.
უბრალოდ ვიცხოვროთ, ვიხაროთ და ვიყოთ ის, ვინც ვართ... უბრალოდ ვიყოთ“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისაც შვილი არ გყავთ, დაოჯახება გინდათ, ბარაქისთვის...“ - გოგა მანია მარტივ რიტუალებს გვიზიარებს