ანზორ ოდიშარია ცნობილი ქართველი ეზოტერიკოსი, ასტროლოგი და ტელე-რადიოწამყვანია, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია სხვადასხვა პოპულარული გადაცემიდან. იგი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ქართულ მედიასაშუალებებთან, სადაც მაყურებელს უზიარებს ასტროლოგიურ პროგნოზებს, რჩევებსა და ეზოტერულ ხედვებს.
ამჯერად, მან „დღის პოსტში“ საკუთარ უნარებზე ისაუბრა და გაიხსენა, ბავშვობა, როდესაც გაიაზრა, რასთან ჰქონდა საქმე:
„თუ ვბრაზდები, უნარები უფრო მეხსნება.
გაცნობიერების ასაკიდან, სადაც ჩემი თავი მახსოვს, 11-12 წლის ასაკიდან მახსოვს ჩემი უნარები, მშობლები ამბობენ, რომ იქამდეც იყო.
ჩემთვის ეს ყველაფერი არ არის განსაკუთრებული, ყოველთვის ასე იყო. ბებო მეუბნებოდა, არ გეგონოს, რომ ეს ყველას აქვს. მაგ დროს ფიქრობ, რაღაცასთან გაქვს საქმე.
პირველი პაემანი მქონდა, გოგოსთან მიდიხარ შეხვედრაზე, მოდის და მატყუებს. მიყვება რაღაცას, რაც არის არასწორი. მე ვუყვები მას როგორ იყო ნამდვილად და გარბის, შეეშინდა.
მივდივარ სახლში, ვუყვები ბებიას ასე იყო და მეუბნება ბებია, არ თქვა ეგეთი რაღაც, დამალე, გაგიჭირდება ურთიერთობა და კავშირები“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ: