„უახლოესი 2 კვირა კოსმიური გამოცდაა, თუ როგორ შევხვდებით ახალ წელს. შეცდომები არ დაუშვათ, კონფლიქტები არ გააღვივოთ, ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება“,- ამის შესახებ გადაცემაში „იმედის დილა“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ზოგადი მიმოხილვა:
„დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. ეს კვირა უფრო რთულია, ვიდრე წინა კვირა. ურთიერთგაგება მცირდება. შინაგანი და გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები ძლიერდება. ყველას აესახება ეს ყველაფერი.
მერკური პარასკევიდან გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ახლა იმყოფება მორიელში. ამიტომ გონება მძიმე ემოციებით არის სავსე. პარასკევიდან მოიმატებს ოპტიმიზმი, კეთილშობილება, კომუნიკაბელურობა, სპორტული ვარჯიშებისა და სპორტისადმი მიდრეკილება. მოხდება იურიდიული საკითხების მარტივად გადაჭრა.
გააქტიურდება სულსწრაფობა, იმპულსურობა. შედეგად უშვებს შეცდომებს. მოიმატებს ფულის ხარჯვა, სარკასტული გამოთქმები.
ოთხშაბათს ინტუიციის, რწმენისა და სულიერი პრაქტიკების პლანეტა ნეპტუნი ასწორებს მოძრაობას. ხდება დირექტიული; აქამდე იყო უკან მავალი. გაღვივდება ქველმოქმედებისა და თანაგრძნობის უნარი. გამყარდება რწმენა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაღვივებული ფანტაზია მოიმატებს.
გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი. თუ გყავთ ოჯახში მოხუცები ან ადამიანები, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა აქვთ, ამაზე ძალიან რეაგირებენ. გამოიჩინეთ ყურადღება.
დღეს, ხვალ და ზეგ მთვარე გადადის ლომის ზოდიაქოში. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ახშირებს ინფარქტების შემთხვევებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას“, - გვირჩევს მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნებისთვის, მიმდინარე კვირის რეკომენდაციები გაგვიზიარა:
♈ ვერძი
რუტინული, ყოველდღიური საქმეების გაკეთება გიწევთ. ფინანსურად ვერ გაილაღებთ. ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობა ნორმაშია. ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი მგზავრობებისთვის და მოგზაურობისთვის. ახალი, მნიშვნელოვანი, სარისკო მოქმედებები არ არის რეკომენდებული.
♉ კურო
ენერგოტონუსი დაბალია, შესაბამისად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. შიშებმა და ძველმა დეპრესიულმა მომენტებმა შეიძლება თავი იჩინონ. გაითვალისწინეთ — პარტნიორული თანამშრომლობა ცუდად წავა. მატულობს სიხისტე და სიჯიუტე. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალსა და სახსრებს.
♊ ტყუპები
ენერგოტონუსი მაღალია. კომუნიკაბელურები და გონებამახვილები ხართ. ხელშეკრულების დადება ჭირს. გიჩნდებათ კრიტიკოსები, რაც ხელს გიშლით იდეების რეალიზაციაში.
♋ კირჩხიბი
თვლით, რომ ყველა უსამართლოდ გექცევათ, რაც თქვენში იწვევს ემოციურ და საქმიან პროტესტს. ამიტომ იძაბება სიტუაცია. ენერგოტონუსი ეცემა. დამშვიდდით და კარგად გამოიძინეთ. არ გადაიტვირთოთ, შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია. გაუფრთხილდით კუჭ-ნაწლავს.
♌ ლომი
გაზრდილია ამბიცია. დიდია ეგოიზმი და ყურადღების ცენტრში ყოფნის დიდი სურვილი. ამიტომ თვლით, რომ გარშემო ბევრი რამე უსამართლოა. სხვას არ მოახვიოთ საკუთარი სურვილები. მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ოჯახში, შვილებთან და სასიყვარულო ურთიერთობებში.
♍ ქალწული
განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რადგან ენერგოტონუსი დაბალია და ჯანმრთელობა არამდგრადი. კონფლიქტების ალბათობა დიდია. გემატებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები. კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებით. ტაქტი და თავდაჭერა გმართებთ
♎ სასწორი
ჯანმრთელობას არ უჩივით. ენერგოტონუსი მაღალია. კომუნიკაბელურები და ენერგიულები ხართ. ირგვლივ მატულობს აგრესია. ვერ იტანთ უპასუხისმგებლობას. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. არავის ადვილად არ ენდოთ. არ იმოგზაუროთ
♏ მორიელი
შედარებით რთული პერიოდია: ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი. გაღიზიანება და ფსიქოემოციურობა მატულობს. ყველაფერი ნერვს გიშლით. მოერიდეთ ხარჯვას, ფულის დაბანდებას და ინვესტიციას.
♐ მშვილდოსანი
აქტიური და წარმატებული პერიოდია. ირგვლივ ყველაფერი იძაბება, თუმცა წარმატების ალბათობა დიდია. არ იჩქაროთ, შეცდომებს დაუშვებთ. სიტყვებს მიაქციეთ ყურადღება.
♑ თხის რქა
ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი დაბალია, ყველა ნეგატიური ამბავი ორმაგდება. დაასრულეთ ძველი საქმე, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმით.
♒ მერწყული
ენერგოტონუსი მაღალია. ინიციატივიანი ხართ. ყველა ცდილობს, ირგვლივ შეგიზღუდონ თავისუფლება. კრიტიკა მატულობს, რაც დაძაბულობისა და კონფლიქტების საწინდარი ხდება.
♓ თევზები
„ენერგოტონუსი დაბალია, იმუნიტეტი ეცემა. გაქვთ ფსიქოემოციური დისბალანსი. კრიტიკის ტენდენცია თქვენ მიმართ მაღალია. ფინანსურ ხარჯებს მოერიდეთ. 20 რიცხვის შემდეგ უკეთესი პერიოდი მოვა. დაიცავით საიდუმლო და ბევრი არ ისაუბროთ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი? - ქეთი ოდიშელის განმარტება
⭕„ორიენტირი გვყავს — ქრისტე და ვინც ეძებს — ის პოულობს“ - თეოდორე გიგნაძე
⭕ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დაზიანდა