
წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩვენი შინაგანი სიმტკიცე არ იზომება მხოლოდ იმით, როგორ ვუმკლავდებით დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, არამედ ყოველდღიური, უმნიშვნელო სირთულეებით:
„ადამიანი იმდენად დიდია, რამდენადაც შეუძლია პრობლემებს ზედმეტი მღელვარების გარეშე შეხედოს.
ჩვენი შინაგანი სიმტკიცე არ იზომება მხოლოდ იმით, როგორ ვუმკლავდებით დიდ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
უფრო ხშირად, სწორედ ყოველდღიური, უმნიშვნელო სირთულეები ამოწმებენ ჩვენი გონების სიმშვიდეს.
გონება წყალს ჰგავს: ზედაპირზე მცირე ქარიც კი იწვევს ტალღებს, მაგრამ თუ წყალი ღრმაა, ზედაპირი მალე მშვიდდება.
ანალოგიურად, თუ ჩვენი ცნობიერება სიღრმეს მოიპოვებს, მაშინ მცირე უსიამოვნებები ვეღარ დაგვაშორებენ შინაგან წონასწორობას. პრობლემები, რომელთაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც დაბრკოლებებს, სინამდვილეში ჩვენი მასშტაბის საზომია.
ისინი გვთავაზობენ ტესტებს, რომლებიც ზრდის შესაძლებლობას იძლევიან.
ამ გზაზე მთავარი კითხვა ასეთია: ვინ მართავს ჩვენს ცხოვრებას, გარემო სიტუაციები თუ ჩვენი გონება?
პასუხი სწორედ აქ იწყებს ტრანსფორმაციას“, - წერს ზეზვა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს ალის ნათება გზას მინათებს, სიმშვიდე და სიბრძნე მოდის ჩემთან“ - მარტივი ყოველდღიური რიტუალები