Digest Logo

„გვაქვს მთვარე კურსის გარეშე, არასწორი ინტუიცია, ეგოს „აფეთქებები“...“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა ხომერიკისგან

1760558615
ნინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.

მოემზადეთ ენერგიებით სავსე კვირისთვის - ვარსკვლავები გვპირდებიან ცვლილებებს, შინაგან გარდატეხებს და მოულოდნელ შესაძლებლობებს. ასტროლოგიური პროგნოზი ამჯერად გვასწავლის, როგორ დავაბალანსოთ ემოციები, სწორად გამოვიყენოთ პლანეტების გავლენა და მივყვეთ ენერგიის დინებას ისე, რომ შედეგი ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალდეს. 

„15.10.2025

ადამიანებში ძალიან მატულობს ეგოცენტრიზმი, რაც გააჩენს უდიდეს სურვილს ვინმეს, რაიმე დავუმტკიცოთ, რადგან ამ დღეს, მთვარე იქნება ლომის ზოდიაქოს ნიშანში და გააკეთებს კვადრატს მარსთან და მერკურთან მორიელის ზოდიაქოში. ეს ყველაფერი ერთად კი გამოიწვევს ზეწოლის, მანიპულაციისა და საკუთარი სურვილების გამოვლინების არასწორ სურვილებს, რაც იქნება უტვინოდ გაკეთებული. გარემოცვა დაინახავს, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად, გამოიყენებთ იმდენად უცნაურ, გაუგებარ სიტუაციებსა და მეთოდებს, რაც დააზიანებს ან გაანაწყენებს თქვენს გარშემომყოფებს, ან შესაძლოა საერთოდ ვერ მიაღწიოთ დასახულ მიზანს და დაიმსახურებთ ირონიას, ამიტომ, აუცილებელია სიფრთხილე, გარდა ამისა, იკვრება მზისა და იუპიტერის კვადრატი, რომელიც დაძაბავს პარტნიორულ ურთიერთობებს და მიუხედავად ბევრი მოლაპარაკების ან ურთიერთობების გარკვევის მცდელობისა, კვადრატი შეგიქმნით დიდ მოლოდინებს და ამბიციებს, თუმცა, მიიღებთ ცალსახა იმედგაცრუებას.

16.10.2025

მთელი დღის განმავლობაში, გვაქვს მთვარე კურსის გარეშე, არასწორი ინტუიცია, „ეგო“-ს აფეთქებები, ვერ ვიგებთ რა გვინდა და მზე ჯერ კიდევ ინარჩუნებს კვადრატს იუპიტერთან, რაც აგრეთვე გვაძლევს პრობლემებს პარტნიორულ ურთიერთობებში. ამ დღეს, რეკომენდებულია მოაგვაროთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხები, აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ზომები, მოძრაობის წესები, რადგან მატულობს ავარიული სიტუაციები. 22:30 საათზე მთვარე გადავა ქალწულის ზოდიაქოში და თუ არ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს ელოდეთ კონფლიქტებსა და საქმის გარჩევას ოჯახში, რომელიც აუცილებლად დასრულდება განშორებით.

17.10.2025

დღის პირველ ნახევარში, ძალიან ძლიერი იქნება მზისა და იუპიტერის ზემოქმედება, ასევე ხელს გვიშლის ეგოცენტრიზმი, კვლავ საფრთხის ქვეშ დგას პარტნიორული ურთიერთობები, ამიტომ, საჭიროა გამოვიჩინოთ ყურადღება. 17:00 საათის შემდეგ, მზე იწყებს გადასვლას იუპიტერისაგან უსაფრთხო მანძილზე და მთვარე აკეთებს იდეალურ სექსტილს მერკურთან და მარსთან, ანუ მთვარე იდგება ქალწულის ზოდიაქოში, რაც გულისხმობს სამსახურს, ბიზნესს, საქმიან გამჭრიახობას, ცივ გათვლებს, მერკური - გონება შეესაბამება ჩვენს სურვილებს, მარსი მორიელში - ანუ ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა! პარასკევის 17:00 საათიდან იწყება დადებითი პერიოდი, ყველა გადაწყვეტილება, შეხვედრები, ნებისმიერი საკითხები და კომუნიკაციები დაგეგმეთ ამ პერიოდისათვის.

18.10.2025

მთვარე უერთდება სამხრეთის დაღმავალ კვანძს, რაც წარსულთან შეხვედრას გულისხმობს. თუ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მოაგვარეთ ძველი თემები თქვენს ყოფილთან, ან გსურთ დაუბრუნდეთ ისეთ საკითხებს, რაც წარსულში არ გამოგივიდათ, მთვარე დაღმავალ კვანძთან მოგცემთ ამის რეალურ შანსს, დაგაბრუნებთ წარსულში, რაც არის კარმული სიტუაცია და მოგცემთ შესაძლებლობას მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, დაალაგოთ თქვენი პრიორიტეტები და ამ პერიოდში, თუ დაგირეკავთ თქვენი ყოფილი პარტნიორი ან მიიღებთ წინადადებას ძველი სამსახურიდან და რამეს შემოგთავაზებენ წარსულიდან, აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება, რადგან მთვარე, რომელიც უერთდება წარსულ კვანძს გააკეთებს სექსტილს იუპიტერთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გავიხსენებთ და ამოვწევთ ძველის ისტორიებს, შევძლებთ სწორად მივიღოთ გადაწყვეტილებები და ოქროს თევზი დავიჭიროთ, ხოლო მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ურთიერთობების დასრულება, შეგიძლიათ თამამად თქვათ რა არ მოგწონდათ იმ ურთიერთობებში და დატოვოთ წარსულში, გაითვალისწინეთ, ეს ასპექტი იმუშავებს საღამოს 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათის შემდეგ იწყება მთვარისა და სატურნის ოპოზიცია, რაც კვლავ შექმნის დაძაბულ ფონს და მოიტანს კონფლიქტებს.

19.10.2025

თუ თქვენ გსურთ რამე გაასხვისოთ, დააანონსოთ თქვენი საქმიანობა, გააკეთოთ განცხადება ან რეკლამა, ან შეიძინოთ სასწავლო კურსი აუცილებლად აუცილებლად გამოიყენეთ დრო 09:00 – 09:30, რადგან მთვარე შევა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, აგრეთვე გააკეთებს ტრიგონს პლანეტა ურანთან და პლუტონთან მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტი, რეკლამა, განცხადება და მიიღებთ მაქსიმუმ შედეგს, თუმცა ეს ასპექტი აქტიურია 30 წუთით. დღის განმავლობაში მთვარე იქნება პოზიტიური და შემდეგი ასპექტი არის მთვარისა და ვენერას შეერთება, რაც იდეალურია თმის შეჭრისათვის, მანიკიურის ან პედიკიურის გასაკეთებლად, რადგან თმა და ფრჩხილები ყველაზე მეტად ინახავს ინფორმაციას და ამ ტიპის აქტივობა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ არასასურველი ინფორმაციებისაგან და წარსულისაგან.

20.10.2025

ამ დღეს მთვარე იქნება ძალიან სუსტი და აგრეთვე გველოდება მერკური-მარსის შეერთება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რაც მოგვიტანს მოუსვენრობას, ზეწოლის სურვილს, ყველაფერი ნერვებზე იმოქმედებს, ძალიან რთული იქნება ემოციებთან გამკლავება, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ 20 ოქტომბერი არის რთული მთვარის დღე, ეცადეთ აირიდოთ ყველანაირი სახის კომუნიკაცია და გადაიტანოთ შეხვედრები შემდეგი დღისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მერკური მორიელში მოგიტანთ ისეთ ძლიერ წყენებს, როდესაც ან თქვენ აიღებთ ამ ნეგატიურ ენერგიას, ან თავად აწყენინებთ ვინმეს, რასაც არ გაპატიებენ. აქედან გამომდინარე, თავი შეიკავეთ სხვა ადამიანების პროვოცირებისაგან ან თქვენც ეცადეთ არ გახდეთ პროვოკაციების ობიექტი“, - წერს ნინა ხომერიკი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების დასაწყობად, პარტნიორული კავშირების გასაუმჯობესებლად“ - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

„ჩვენ შევედით ეპოქაში, სადაც თამაშის ძველი წესები აღარ მოქმედებს და ამის ნაცვლად იხსნება ახალი გზა“ - როგორ აყალიბებს მომავალს ენერგია, განზრახვა და შინაგანი რეაქცია

„ლოცვა ენერგიის მდგომარეობაა - ის წუთი, როცა ჩვენი გული მშვიდდება და გონება იწყებს სმენას... სიტყვები მხოლოდ ფორმაა“ - ეზოტერიკოსი