ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვენერასა და უძრავი ვარსკვლავის არქტურის შეერთებაზე წერს:
„2 ნოემბერს ვენერასა და უძრავი ვარსკვლავი არქტურის შეერთებაა სასწორის 24*-ზე.
ეს ის არქტურია, რომელზედაც ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცივილიზაცია - არქტურიანელები სახლობენ, ზოგიერთი თეორიის მიხედვით იესოც არქტურიანელი იყო, რომელიც მე-5 განზომილებიდან ჩვენს განზომილებაში განსხეულდაო.
მე პირადად ამას დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ, უბრალოდ ასეთი მოსაზრებაც არსებობს, რაც უფრო მეტად იმას გულისხმობს, რომ არქტურიანელები ძალზე მაღალი სულიერების მატარებლები არიან.
სხვათა შორის, იცით სად მდებარეობს? დათვების მყწემსის თანავარსკვლავედში, ამასწინათ რომ გესაუბრეთ მაგაზე, თუ გახსოვთ.
დავუბრუნდეთ ვენერასა და არქტურის შეერთებას. ვენერა მშვიდობისა და დიპლომატიის პლანეტაა, და მიუხედავად იმისა, რომ პირად პლანეტების რიცხვში შედის, სოციუმზეც დიდ გავლენას ახდენს. რაც შეეხება არქტურს, მისი ხასიათი არაერთგვაროვანია. შეუძლია იმოქმედოს როგორც მზის ან იუპიტერის ენერგიის მსგავსად, ანუ კეთილისმყოფლად, და შეუძლია სატურნის დამსჯელი ბუნებაც გამოავლინოს.
რას ველი? საერთაშორისო ძალისხმევა საომარი კონფლიქტების მიმართულებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად;
გავლენიანი ქალის ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის აქტიურობა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში სამაშველო ფუნქციას ითავისებს;
ამავდროულად, მარსი ჯერ ისევ მორიელშია, ეს ხელს ვერ უწყობს კონფლიქტების დალაგებას, მალე ნიშანს იცვლის და აი, მერე მშვილდოსანში გადასვლის შემდეგ, რაღაც გზები შესაძლოა უფრო ნათლად გამოიკვეთოს საერთაშორისო დიპლომატიაში.
მხოლოდ ერთს დავუმატებ ნათქვამს - ეს ამბავი ზედ პუტინის მერკურიზე ხდება. როგორც ჩანს მოლაპარაკებები მასთან იქნება დაკავშირებული“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეს ყველას ტელეფონში ურჩევნია...ძალიან ჩაკეტა ტექნოლოგიებმა ადამიანი“ - დეკანოზი შალვა კეკელია