Digest Logo

„ინიციატივების წამოწყებას ნუ იჩქარებთ“ - 12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1783803071
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ახლა დასვენება და მცირე მოგზაურობა ნამდვილი შვება იქნება. თუ ზღვაზე გამგზავრებას ვერ ახერხებთ, მეზობელ ქალაქს ან სოფელს მაინც ესტუმრეთ. შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობაში თავი გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს, თუმცა პრობლემის ემოციურ ნიადაგზე მოგვარებას ნუ ეცდებით და კომპრომისი ეძებეთ. ყურადღებით ადევნეთ თვალი მოვლენებს და ვითარების მიხედვით იმოქმედეთ. გაითვალისწინეთ, რამდენიც გინდათ, იმდენ ფულს მაინც ვერ იშოვით. ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდეთ და დაფიქრდეთ - მართლა ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება? ჯანმრთელობას გაუფრთხილდით — თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ.

კურო

ახლა გაქვთ შანსი, საერთო ენა იპოვოთ ადამიანთან, რომელიც ძალიან გიყვართ. მძაფრი ვნებები ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა პარტნიორთან სულიერ ერთობასა ნამდვილად იგრძნობთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ — ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება აირჩიეთ და მას მიჰყევით. თუ ყველა საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით, ვერცერთს ვერ დაასრულებთ. კუროებს ახალი პროექტები ხშირად იზიდავთ. ამჯერადაც, თქვენი ფიქრები სამუშაოსკენ არის მიმართული. ძვირად ღირებული შენაძენებისგან ჯობია დროებით თავი შეიკავოთ. მერკური თქვენს მხარეს არ არის, ამიტომ შეიძლება შეძენილი ნივთი უხარისხო ან სრულიად უსარგებლო გამოდგეს. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს და კამათს. ამის ნაცვლად, სულისა და სხეულის გაკაჟებაზე იზრუნეთ და ჯანმრთელობა მადლობას გეტყვით.

ტყუპები

გრძნობის გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის მოულოდნელი და ზედმეტად მძაფრი იყოს — გულწრფელობა ადამიანებს ყოველთვის იზიდავს. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს (ძირითადად, მამაკაცებს) მოუწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება მეუღლესთან. უმჯობესია, მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის წინასწარ მოემზადოთ. შესაძლოა, კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში გაუგებრობამ თავი იჩინოს, თუმცა კრიტიკული შენიშვნების გამო ნუ გაბრაზდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულის დაზოგვა დაიწყოთ, რადგან ახლო მომავალში, სავარაუდოდ, სერიოზული ხარჯები გელით. თუ ბოლო დროს თავს მოდუნების უფლებას აძლევდით, ახლა შესაფერისი დროა სპორტული ვარჯიში დაიწყოთ და მენიუდან ცხიმიანი და ცომეული კერძები ამოიღოთ.

კირჩხიბი

ნურავის მისცემთ თქვენი ემოციებით მანიპულირების უფლებას. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი თქვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, ჯობია, მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ. მოსალოდნელია კამათი ახლობლებთან, რომლებიც პრინციპულ საკითხში მხარს არ გიჭერენ. სიზარმაცეს ვერავინ დაგაბრალებთ, მაგრამ ამ დღეს ყველაფერი გეზარებათ, რაც გასაკვირი არ არის — 12 ივლისი სირიუსის ნიშნით ჩაივლის, ამიტომ შრომისა და აქტიურობისთვის შექმნილი არ არის. სამაგიეროდ სატურნისა და იუპიტერის გავლენით, კარიერული და ფინანსური წინსვლის ბრწყინვალე შანსი გეძლევათ. სამსახურებრივ მოვალეობებს ბევრად ადვილად გაართმევთ თავს, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. თქვენი მთავარი პრობლემა ახლა ზედმეტი მიმნდობლობა და არაორგანიზებულობაა.

ლომი

მარტოხელა ლომებს უახლოეს მომავალში ბედი გაუღიმებთ და მეორე ნახევარს იპოვიან. მთავარია, ასობით ადამიანს შორის საკუთარი იღბლის დანახვა შეძლოთ. პირად გეგმებს კოლეგებთან ნუ განიხილავთ — შესაძლოა, ვიღაცას თქვენი შურს და თქვენი ბედნიერების ჩაშლა მოინდომოს. ამ დღეს რთულ პროექტებსა და საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან დაბნეულობის გამო მათი მართვა გაგიჭირდებათ. ახლა საუკეთესო დროა ფინანსური მიზნების გადასახედად — იქნებ გრძელვადიან ინვესტიციებზე გეფიქრათ? სატურნის გავლენით, შესაძლოა რევმატიზმის ან სხვა ქრონიკული დაავადების სიმპტომები გამწვავდეს. თუ ასე მოხდა, მკურნალობის შეწყვეტილი კურსი უნდა განაახლოთ.

ქალწული

ყველა ოცნების ერთბაშად ასრულებას თუ მოინდომებთ, ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ, თუმცა გარემოს შეცვლა ნამდვილად სასიკეთოდ წაგადგებათ. ეს დღე უმჯობესია ოჯახურ გარემოში გაატაროთ და შინაური სიმყუდროვით ისიამოვნოთ. სამსახურში სიფრთხილით მოეკიდეთ იმ კოლეგების რჩევებს, რომლებიც შეიძლება პირად სარგებელს ეძებენ. თითოეულ სიტყვას ყურადღებით დაუკვირდით — გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენ წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებს. ფინანსურმა იღბალმა ზურგი შეგაქციათ? გულს ნუ გაიტეხთ, ფორტუნა მალე ისევ თქვენკენ შემობრუნდება! ამ დღეებში ვარჯიში საოცარ ენერგიას შეგმატებთ — თქვენს თანავარსკვლავედს ხომ მებრძოლი მარსი მფარველობს.

სასწორი

ნუ იქნებით ზედმეტად მორიდებული და პარტნიორს პირდაპირ უთხარით, მის ქცევაში რა არ მოგწონთ. ჯერჯერობით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ნუ დაგეგმავთ და ახალი ინიციატივების წამოწყებას ნუ იჩქარებთ. წინ რთული გადაწყვეტილება გელით — ამ საკითხს ნუ გააჭიანურებთ და ეცადეთ, არჩევანი ყოველგვარი სინანულის გარეშე გააკეთოთ. მეგობრობას, ნათესაურ კავშირებსა და ბიზნესს ერთმანეთში ნუ აურევთ. თუ შეეცდებით, რომ არაპროფესიონალი ახლობლები საქმეში ჩართოთ, აუცილებლად იზარალებთ. შესანიშნავი დღეა მასაჟისა და აუზზე ვიზიტისთვის, თმის შეჭრისგან კი ჯობია თავი შეიკავოთ, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებს შანსი ეძლევათ, სიყვარული იპოვონ, თუმცა მიუღწეველ მიზნებს ნუ დაისახავთ. თუ უკვე გყავს მეორე ნახევარი, გირჩევთ დღეს მასთან არ განიხილოთ საკითხები, რომლებზეც განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. უფულობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება და მალე შეძლებთ, ისეთი რამ შეიძინოთ, რაზედაც ცოტა ხნის წინ ვერ იოცნებებდით. ქრონიკული დაავადებების გამწვავებამ შესაძლოა საზრუნავი გაგიჩინოთ. მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ და დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ.

ვრცლად, გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ეჭვიანობა და სიყვარული გამორიცხავს ერთმანეთს...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ 11 ივლისი, 2026 – მთვარე მორიელის მისტიკურ წყლებში: შაბათის ემოციური რევოლუცია, ფარული კოდების გახსნა და უტყუარი ალღო!

⭕ „ვიღაც ნაძირალა, ტაძრის გალავანს რომ აშარდავდა, „ნაცები“ გაახარა...ვინც წყნარად უყურა მაგ ვიდეოს „ვტორია” მოსაკითხი“ - დაჩი ცაგურია