Digest Logo

🎥 „იქნება პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების აუცილებლობის, გრძელვადიანი გეგმების გადახედვის მოთხოვნა“ - როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

1764918292
ანა ჯალაღონია

2025 წლის 5 დეკემბერს წლის ბოლო სუპერმთვარეა.

ეს ის დროა, როცა მთვარე თავისი სისავსით გვინათებს სექტორს, რომელსაც შესაძლოა აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით, ამიტომ ახლა მკაფიოდ და ცხადად შევხედავთ სიტუაციას, სურათს, შედეგს, რისი შემოქმედიც თავად ვართ, რასაც საფუძველი ჩავუყარეთ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში.

როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს:

„პიკი თბილისის დროით 03:14 საათზე იყო. ეს ღერძი წარმოადგენს ინფორმაციის, აზროვნების, სწავლების, გადმოცემის, ხედვის გაფართოების თემებს. ამ პერიოდში ხდება სიმართლის ფაქტების გამჭვირვალობა, საიდუმლო ამბების გამოსვლა. იქნება პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილების აუცილებლობის მოთხოვნა, გრძელვადიანი გეგმების გადახედვის, სერიოზული საუბრების, კონტაქტების, შეთანხმებების დამთავრების დრო! 

ფრთხილად იყავით ამ პერიოდში ემოციურ ფონთან, დაპირისპირებასთან, ახლო ადამიანებთან განსაკუთრებით.

შესაძლოა, წინ წამოიწიოს დაძაბულობამ. მეტი გაანალიზება, მეტი სიდინჯე და არა სიჩქარე! დადებითად შეიძლება იმოქმედოს ცეცხლის და ჰაერის ნიშნებზე. 

სიფრთხილე კი უფრო მეტად მუტაბელურ ნიშნებთან გვმართებს: მშვილდოსანი, ქალწული, ტყუპები! 

როგორ იმოქმედებს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე:

ვერძი - აქტიურობა იქნება კომუნიკაციებში, დებთან, ძმებთან, გადაადგილებებთან. მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები, ინფორმაციული ნაკადი.

კურო - ფინანსური გადაწყვეტილებები, სამუშაოს ან პროექტების ძიების პერიოდია. 

ტყუპები - ეს იქნება ძლიერი ემოციური პიკი, პირადი იდენტურობა. სასიყვარულო ურთიერთობების გადახედვა. 

კირჩხიბი - იქნება ფარული თემები, ინფორმაცია, სიზმრები, ძელი ტკივილიანი თემების გადახედვა. 

ლომი - გუნდური სოციალურ წრე, მოულოდნელი ცვლილებები გეგმებში და პროექტებში. 

ქალწული - კარიერული თემით თქვენს ავტორიტეტულობას, სტატუსს შეეხება ეს პერიოდი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდია!

სასწორი - სწავლა, საზოგადოებრივი თემები, ახალი მეგობრები გელოდებათ.

მორიელი - იქნება ვალები, საერთო ფინანსები, ქონებრივი საკითხები. ემოციურად განკურნების პერიოდია, ან საიდუმლოს გახსნის. 

მშვილდოსანი - ურთიერთობის დასრულება, ახლის დასაწყისი! პარტნიორებთან მნიშვნელოვანი დიალოგის პერიოდია, არ აჰყვეთ ემოციებს. 

თხის რქა - პერიოდი შეეხება ჯანმრთელობას, რუტინას, სამუშაო თემას. პასუხისმგებლობით დატვირთული პერიოდია. 

მერწყული - სიყვარული, ბავშვები, შემოქმედებითი თემები წამოიწევს წინ. მნიშვნელოვანი ემოციების გამოტანა დაგიფიქსირდება.

თევზები - გელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები სახლთან, ოჯახთან, საცხოვრებელთან დაკავშირებით, შესაძლებელია შინაგანი არასტაბილურობა გამოიტანოს ახალმთვარეობამ. ეცადეთ, იყოთ ფრთხილად ემოციებთან და შეინარჩუნეთ სტაბილურობა“, - ამბობს ანა ჯალაღონია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ტკივილის მოთმენა, მით უმეტეს, ძლიერის და ხანგრძლივის არ არის რეკომენდებული, არც სიმამაცეა ასეთი ტიპის ტანჯვა, თან სტრესს აყენებს მთელ ორგანიზმს“ - ლევან შელეგია

🎥 „დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა

„ახალი წლისთვის მზადება მხოლოდ საჩუქრების არჩევა და სადღესასწაულო სუფრის დაგეგმვა არ არის“ - სად დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით