Digest Logo

🎥 „ისეთი რამ არ ჩაიდინოთ, რასაც შემდეგ ინანებთ...“ - რას უნდა ვერიდოთ დაბნელებების დერეფნის პერიოდში: მარიამ შუკაკიძის პროგნოზი

1786371731
მარიამ შუკაკიძე

აგვისტოში ციური მოვლენების ფონზე დაბნელებების დერეფანი იხსნება — პერიოდი, რომელსაც ასტროლოგები ცვლილებების, მოულოდნელი გარდატეხებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ეტაპად განიხილავენ.

აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც დაბნელებების პერიოდთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„ყოველ წელს უნდა გააკეთოთ მანიფესტაციები. ხოლო რაც შეეხება დაბნელებას, შემოდის ტრანსფორმაციული პერიოდი. 12 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით იქნება ასეთი პერიოდი. ლომისა და მერწყულის კვანძზე იქნება, ამიტომ იქნება მათთვის განსაკუთრებით ტრანსფორმაციული. ასევე მათთან ერთად ქალწული და თევზები. ასევე ვისაც პირად რუკაში აქვს ამ ნიშნების გავლენა. შეიძლება ვენერა გქონდეთ თევზებში ან მთვარე მერწყულში. განსაკუთრებით აისახება თქვენზე ეს დაბნელებები. აუცილებელია პერსონალური ჰოროსკოპის ცნობა.

12 აგვისტო არის კარმული კვანძები, გარდამტეხი პერიოდია. ზოგადად დაბნელებების პერიოდი ხსნის ერთგვარ პორტალს. ეს ტრანსფორმაციები შეიძლება 3-დან 6 თვემდე გაგრძელდეს. ამით არის მნიშვნელოვანი ეს პერიოდი. ასევე აუცილებელია იცოდეთ ტრანზიტული რუკა. მაგალითად ლომი რომელ სახლში გყავთ, მერწყული, თევზები ან ქალწული.

აუცილებელია ისეთი რამ არ ჩაიდინოთ, რასაც შემდეგ ინანებთ. ამიტომ თუ გააკეთებთ რაიმე სახის რიტუალს, აუცილებელია მიხვდეთ, რომ ამას ექნება თავისი შედეგები. ეს არის ასტროლოგიური ბედობა, რადგან დაგიბრუნდებათ კარმულად. არ გააკეთოთ დაუფიქრებლად რაიმე სახის ნეგატივი. დრო რომ გავა და რაღაც დაგემართებათ, შეიძლება გაგიკვირდეთ, რა მოხდა და დაბნელების პერიოდი არ გაგახსენდეთ“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეხვევიან სასიყვარულო სამკუთხედებში...“ - ნეპტუნი და მისი შესაძლებლობები: ნინო ალბორიშვილის პროგნოზი

🎥 „დიდი შესაძლებლობა და სასიხარულო ცვლილება...“ - რა გელოდება შაბათ-კვირას: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕ „ყველაფერი შენს შიგნით არის – თვით ზეცაა შენს შიგნით“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე