Digest Logo

„მოვიდა ადამიანად და ჩვენთვის, ყოველი ქრისტიანისთვის უტკბილეს სახელს - იესოს ვუწოდებთ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1780656725
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„ღმერთი არის სიცოცხლე, თავად ცოცხალი და არის სიცოცხლე.

როდესაც ღმერთი მოვიდა ადამიანად, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ ღმერთის შესახებ,
უფრო სწორედ — ყველაფერი გავიგეთ, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ღმერთი დავიბრუნოთ გულში,
და ჩვენ დავბრუნდეთ ღმერთში.

ღმერთი დავიბრუნოთ გულში და  ჩვენს გულში იყოს სამოთხე,
ჩვენ დავბრუნდეთ ღმერთში და ვიყოთ სამოთხეში.

იგი მოვიდა ადამიანად და ჩვენთვის, ყოველი ქრისტიანისთვის უტკბილეს სახელს - იესოს ვუწოდებთ.

საერთოდ, როდესაც წმინდა მამები გონიერ ლოცვაზე საუბრობენ, ძალიან ბევრი მათგანი ამბობს, რომ ლოცვა ისედაც მცირე სიტყვიანი (არსებობს რვა სიტყვიანი, არსებობს ხუთ სიტყვიანი და კიდევ უფრო მცირდება) ზოგ შემთხვევაში მხოლოდ ერთ სიტყვამდე დადის - იესომდე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენი დაუვიწყარი კახი კავსაძის დაბადების დღეა, გენიალური არტისტისა და პიროვნების!“ - რა კადრებს აქვეყნებს გია ბაღაშვილი

„57 წლის იყო რომ დაქვრივდა, დარჩენილი 28 წელიწადი მეუღლის ფოტოებს ელაპარაკებოდა, რჩევებს ეკითხებოდა...“ - კახი კავსაძე 91 წლის გახდებოდა

თბილისში საცხოვრებელ ბინაში 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს