🦉 ათენა და ჰეკატე - მთვარის არქეტიპული მახასიათებლები:
❓ იცით, რა ხდება სავსემთვარეობისას სინამდვილეში? ეს არის მზისა (ცნობიერება, ეგო) და მთვარის (ქვეცნობიერება, ემოცია) პირდაპირი დაპირისპირება.
ილუზიებს ფარდა ეხდება! თუ ახალმთვარეობა ჰეკატეს პერსონაჟის ბნელეთის სიღრმეებში ჩასვლისა და ჩრდილთან შეხვედრის სიმბოლიზაციაა, სავსემთვარეობა ათენას, „ომისა და სიბრძნის ქალღმერთის“ არქეტიპის სრული ტრიუმფია!
🏛️✨ ⚔️ ათენას არქეტიპი: ზევსის ქალწული, საბრძოლო აღჭურვილობით შობილი ათენა განასახიერებს უმაღლეს ინტელექტს, სტრატეგიასა და რაციონალურობას. ის ემოციურ ქაოსს ოსტატობად, ხოლო ქვეცნობიერ შიშებს — მთავარ იარაღად უძლეველ ფარად და შუბად აქცევს.
⚠️ დაიბადეთ სავსემთვარეობაზე (±10° დიაპაზონში)? მაშინ თქვენში ათენას კოსმიური კოდია ჩადებული!
✋ სავსემთვარეობის ამ კონკრეტულ დიაპაზონში დაბადებულ ადამიანებს აქვთ ფენომენალური ანალიტიკური გონება.
კრიზისულ სიტუაციებში, სადაც სხვები ემოციურად იბნევიან, მათში იღვიძებს „ათენას ცივი გონება“. მათ შეუძლიათ მომენტალურად დაინახონ მთლიანი სურათი, გათვალონ რამდენიმე სვლა წინასწარ და მიიღონ სტრატეგიული, ეფექტური, ზუსტი გადაწყვეტილება.
✋ ათენას არქეტიპის ადამიანები ხშირად ირჩევენ სხვების დაცვის, სამართლიანობის აღდგენის, სტრუქტურების შენებისა თუ ესთეტიკური/ინტელექტუალური პროექტების მართვის როლს.
✋ რადგან მზე და მთვარე მაქსიმალურ დისტანციაზე არიან, ამ ადმიანების დიდებული უნარი და ნიჭია არარაციონალურის (მთვარე) და რაციონალურის (მზე) სინთეზი, ისინი ხდებიან უბადლო მედიატორები, ფსიქოლოგები და კონსულტანტები, რადგან ხედავენ მედლის ორივე მხარეს.
🌙 ორი ქალური ძალის სრული ციკლი: ჰეკატე (ახალმთვარეობა): შობს იდეასა და ძალას სიბნელეში. (ინტროვერსია, ჩრდილი).
ათენა (სავსემთვარეობა): ამ ძალას აძლევს ფორმას, სტრატეგიასა და სრულყოფილებას სინათლეზე (ცნობიერება, წესრიგი).
თუ ჰეკატეს ტიპაჟი მუშაობს იმასთან, რაც დაფარულია (ჩრდილი, ოკულტური თემა, ქვეცნობიერი), ათენას ტიპაჟს ქვეცნობიერიდან გამოაქვს იდეები და აქცევს მათ მატერიალურ, სტრუქტურირებულ რეალობად (ხელოვნება, ბიზნესი, არქიტექტურა, სტრატეგია)“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება“ - ვილი სანიოლის ემოციური მიმართვა
⭕„ღმერთო, ანგელოზები არიან...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ ფოტოებს გვიზიარებს