პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში შვილების მორიგ ფოტოებს გვიზიარებს:
„ტკბილი სილამაზეები“.
„ღმერთო, ანგელოზები არიან“.
„ვაფრენ ამ ბავშვებზე“, - წერენ კომენტარებში.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.
წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევინარჩუნოთ სმენა ასაკის მატებასთან ერთად - მოულოდნელი და მარტივი გზა