საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი საზოგადოებასა და გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.
„ძვირფასო საქართველო,
გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.
მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძნია და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.
აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.
საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.
მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.
მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.
ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, - წერს ვილი სანიოლი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, ანგელოზები არიან...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილების ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕როგორ შევინარჩუნოთ სმენა ასაკის მატებასთან ერთად - მოულოდნელი და მარტივი გზა