ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც 15 ივნისის ახალმთვარეობაზე ისაუბრა:
„იწყება ახალი თავი, რომელსაც ვეღარ გადადებთ.
15 ივნისს, თბილისის დროით 06:54 საათზე გვექნება ახალმთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს 24°03’ გრადუსზე.
იხილეთ ვრცლად მიმდინარე ტენდენციები აღნიშნულ პოსტში:
ტყუპები - მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, ჰაერის სტიქიაა. საოცრად გონებამახვილი, ინტელექტუალი, კომუნიკაბელური და ჰუმანური ნიშანია.
პრინციპში, ეს ახალმთვარეობა არჩევანის წინაშე გვაყენებს:
თავად ეს სიტყვაც ,,ტყუპები” ორს ნიშნავს, მაგრამ მიმართულება, როგორც გზა, ერთი უნდა ავირჩიოთ.
დრო ძალიან კარგია, თითქმის, თვის ბოლომდე სწავლისა და საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის.
გახსოვდეთ: რასაც ამ პერიოდებში შეიტყობთ და გაიგებთ, ეს რევოლუციურ გავლენას იქონიებს შემდგომ
წლებზე.
თვის ბოლოდან, 29 ივნისიდან გონებისა და ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკურიც რეტროგრადული ხდება 23 ივლისამდე.
ამიტომ მოასწარით ის, რის გაკეთებაც გსურთ, რადგან შესვენების დრო ახლოვდება. დრო, აგრეთვე, მისაღებია ლიტერატურული ღონისძიებებისა და ონლაინ პლატფორმების მოპირკეთებისთვის.
ბევრი თქვენგანი საკმაოდ მნიშვნელოვან ადამიანებსაც გაიცნობს, ვისთან ერთადაც დააპირებთ ახლოს ყოფნას.
საგულისხმოა პირადი ურთიერთობები და ხანგრძლივი ინვესტიციები:
პლანეტა ვენერას მძიმე ოპოზიცია ექნება ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონზე, შესაბამისად, სანამ რამეს მოიფიქრებდეთ ,,შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით“.
ურთიერთობებში ეცადეთ რომ იყოთ მოზომილი და არ ატკინოთ გული ერთმანეთს. ბევრი დრომოჭმული კავშირი ან ხელშეკრულება საბოლოოდ გაქარწყლდება და დასრულდება.
ეს ახალმთვარეობა ხელს უწყობს გონებრივ რესტარტს, განახლებას და მომავლის უკეთესად დაგეგმარებას ახალ გარემოსთან და მოკავშირეებთან ერთად.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: