ივნისში იღბლის მთავარი ფერი ნაზი ვარდისფერი იქნება. სწორედ ეს ფერი „ათვინიერებს“ და აძლიერებს ვენერას ენერგიას - პლანეტის, რომელიც პასუხისმგებელია სიყვარულზე, სილამაზეზე, საჩუქრებზე, ფულზე, მიმზიდველობასა და სასიამოვნო შესაძლებლობებზე.
თუ გსურთ, რომ ივნისში თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ:
დიდი სიყვარული;
რომანტიკული ნაცნობობა;
მოულოდნელი საჩუქრები;
ფინანსური იღბალი;
მეტი სიმსუბუქე და გამართლება;
იმის განცდა, რომ ცხოვრება, როგორც იქნა, თქვენს მხარესაა — აუცილებლად შემოიტანეთ ნაზი ვარდისფერი თქვენს ყოველდღიურობაში.
როგორ გამოვიყენოთ ეს ფერი:
გარდერობში;
მანიკურში;
ტელეფონის ეკრანის ფონზე ;
აქსესუარებში;
სახლის დეკორსა და წვრილმანებში;
მაკიაჟსა თუ სამკაულებში.
ჩემი, როგორც ლითოთერაპევტის რჩევა: ნაზი ვარდისფერი ვიბრაციების გასააქტიურებლად იდეალურია ამ თვეში თქვენთან ახლოს გქონდეთ ვარდისფერი კვარცი. შეგიძლიათ ატაროთ სამაჯურის სახით, შეინახოთ ჩანთაში ან დადოთ საძინებელში. ის ვენერას ენერგიის ნამდვილი მაგნიტია!
აუცილებელი არ არის, თავიდან ფეხებამდე ვარდისფერებში გამოეწყოთ, თითქოს რომელიმე რომანტიკული სერიალიდან გამოიქეცით. საკმარისია პატარა დეტალიც კი, რომელიც ყოველდღე შეგახსენებთ:
„მე გახსნილი ვარ სიყვარულისთვის, სილამაზისთვის, ფულისა და იღბლისთვის“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაიგე ვინ იყავით წინა ცხოვრებაში და გამოთვალეთ თქვენი წარსული ცხოვრება!