Digest Logo

„ივნისში ასეთი კეთილდღეობისა და სიუხვის პერიოდი აღარ განმეორდება“ - თამუნა იოსელიანის ასტროპროგნოზი

1780913413
თამუნა იოსელიანი

ივნისი ახალი შესაძლებლობების, შინაგანი განვითარების და ურთიერთობებში გაძლიერებული ენერგიის თვეა. ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ყურადღება მოვახდინოთ კომუნიკაციაზე, ემოციების მართვაზე და გადაწყვეტილებების მიღების სტრატეგიულობაზე.

მერწყული და ვერძი ჰოროსკოპში განსაკუთრებულად ხელს უწყობენ შემოქმედებით იდეებს, რითაც მარტივად შეგვიძლია საკუთარ მიზნებს მივაღწიოთ.

რა ხდება ივნისში ცის კაბადონზე და რა უნდა გავითვალისწინოთ - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„ივნისი უკვე ძალას იკრებს, მზე ქალაქებს აცხელებს, ცაზე კი ისეთი ასტროლოგიური კომბინაცია ყალიბდება, რომლის გამოყენებაც სწორედ ახლა ღირს, სანამ საქმეები შენელებას და შეფერხებას დაიწყებს.

რადგან მთვარის თვის ბოლო კვირაში ვიმყოფებით, სივრცეში „ტურბორეჟიმისთვის“ საკმარისი ენერგია აღარ არის. ამის ნაცვლად, იწყება პერიოდი, როდესაც ზედმეტი აჩქარებისა და ფუსფუსის გარეშე შეგიძლიათ ძალიან ზუსტად მოაწესრიგოთ თქვენი ცხოვრება და მნიშვნელოვანი საქმეები წინ წასწიოთ, სანამ მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. თუ სწორ მომენტს ელოდით, რომ რაიმე გაყინული პროცესისთვის ბიძგი მიგეცათ - ეს დრო უკვე დადგა.

7-9 ივნისს ვენერა იუპიტერს უერთდება კირჩხიბის ნიშანი. კირჩხიბი დაკავშირებულია ჩვენს ფესვებთან, სახლთან, შინაგან უსაფრთხოებასთან და იმ საყრდენებთან, რომლებზეც ჩვენი ცხოვრება დგას. სწორედ ამ სფეროებში კონცენტრირდება ახლა უზარმაზარი შემოქმედებითი და გამაძლიერებელი ენერგია.

ეს, შესაძლოა, მთელი თვის ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდია. თითქოს თავად სამყარო გვიწვდის ხელს: მარტივად გვარდება ფინანსური საკითხები, თბება და ყვავის ურთიერთობები, ჩნდება ახალი შესაძლებლობები შემოქმედებისთვის და დიდი ხნის სურვილების რეალობად ქცევისთვის.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, პოზიციების გამყარება, სოციალური სტატუსის ზრდა ან ძლიერი მხარდაჭერის მოპოვება - ეს სამი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ. უკვე დაწყებული საქმეები განსაკუთრებულ იმპულსს მიიღებს წარმატებული გაგრძელებისთვის. ივნისში ასეთი კეთილდღეობისა და სიუხვის პერიოდი აღარ განმეორდება.

10-11 ივნისს ატმოსფერო უფრო სერიოზული გახდება. მერკური დაძაბულ ასპექტში შედის სატურნთან და რეალობა მოგვთხოვს პასუხისმგებლობას, კონცენტრაციასა და ზრდასრულ მიდგომას. შესაძლოა, გაძლიერდეს თვითკრიტიკა, მენტალური დაძაბულობა ან შფოთვა.

თუმცა ეს არ არის კრიზისი - სატურნი უბრალოდ ამოწმებს ჩვენს სიმწიფეს. თუ საკითხებს სიმშვიდით, გონივრულად და ცივი გონებით მიუდგებით, სწორედ ეს დღეები დაგეხმარებათ ძველი ვალდებულებების დასრულებასა და იმ საკითხების მოწესრიგებაში, რომლებიც აქამდე გადაუჭრელად გეჩვენებოდათ.

კვირის ბოლოს კი ენერგია მკვეთრად შეიცვლება. 13 ივნისს ვენერა ლომის ნიშანში გადადის და გვიბიძგებს, რომ ჩრდილიდან გამოვიდეთ, საკუთარი თავი გამოვავლინოთ, მეტი სილამაზე შევიტანოთ ცხოვრებაში და თამამად განვაცხადოთ, რა გვინდა.

ამავე დროს ურანი მოულოდნელობების ელფერს შემოიტანს, ამიტომ ურთიერთობებსა და გეგმებში მოულოდნელი ცვლილებებისთვის მზად იყავით.

ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მიწას ფეხქვეშ არ დავკარგავთ. კვირის ბოლოს მერკურისა და მარსის კავშირი განსაკუთრებული გონებრივი სიცხადით, მიზანდასახულობითა და მოქმედების უნარით დაგვაჯილდოებს. გადაწყვეტილებების მიღება გამარტივდება, იდეები უფრო ნათლად ჩამოყალიბდება და მათი განხორციელებაც გაცილებით რეალური გახდება.

გამოიყენეთ ივნისის მეორე კვირის შესაძლებლობები. გამოიჩინეთ ინიციატივა, იმოქმედეთ თავდაჯერებულად და საკუთარი ძალების შესაბამისად. სიჩუმისა და დასვენების დრო კიდევ მოვა, ახლა კი დროა მივიღოთ ყველაფერი ის, რასაც სამყარო გვიხსნის“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სანდრო ჩვენი თანამშრომლის შვილია, თავადაც წერდა გამორჩეულ სტატიებს...“ - ჟურნალი „კარიბჭე“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

⭕ „მარადისობიდან ვუყვარვართ ღმერთს“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ ცნობილია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ვინაობა - „შეგვძრა ამ ამბავმა“