Digest Logo

„კარგი დროა მედიტაციისთვის, თვით ანალიზისთვის და ძველი შეცდომების გააზრებისთვის“ - ხათუნა ნოელი 7 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზზე

1741242985
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი 7 მარტის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მაშ ასე, ხვალ 7 მარტია, 11:46-დან იწყება მთვარის მე-9 დღე, სიმბოლო ღამურა - ზოგი ტრადიციით ითვლება სატანურ დღედ. უმეტესად კი აღნიშნავს სიფრთხილეს, ფარულ ამბებს, საიდუმლოებას და სხვა გარდაქმნებს. ეს დღე განსაზღვრავს ილუზიების თემებს, რომლებიც შეიძლება გარშემო არსებობდეს. კარგი დროა მედიტაციისთვის, თვით ანალიზისთვის და ძველი შეცდომების გააზრებისთვის. თუმცა, ემოციური ფონი შეიძლება იყოს დაძაბული.

სტიქია: ჰაერი და წყალი – ეს კომბინაცია შეიცავს ცვლილებებს, ფარულ ენერგიებს და ინტუიციურ განცდებს.

ფერები: იასამნისფერი – სიმბოლიზირებს მისტიკას და ძალას. მუქი ლურჯი – აძლიერებს ინტუიციას და დამცავ ენერგიას. შავი და ნაცრისფერი – საიდუმლო ფარულ პროცესებს და ილუზიების გაფანტვას.

18:57-20:27 პერიოდში უკურსო მთვარე,

20:28-დან ☽ გადადის, გრძელდება ასპექტები: ☉ ∆ , ☉ ☌ ♄,♄ ⚹ ♅, ვენერა რეტრო

08:20 -22:30☽ ☐ ♆ ,

19:30 -დან დღის ბოლომდე☽ ☐ ☿.

ბიზნესი - შეზღუდეთ ახალი სარისკო ნაბიჯები, განსაკუთრებით 18:57–20:27 (უკურსო მთვარის პერიოდში). მზის ასპექტები (☉ ∆  , ☉ ☌ ♄) ხელს უწყობენ სტრატეგიულ დაგეგმვას და ძველი პროექტების განახლებას. ვენერას რეტროგრადული ფაზაც მოითხოვს ფინანსურ საკითხებთან ფრთხილ მიდგომებს.

ხელშეკრულებების არ მოაწეროთ ხელი 19:30-დან დღის ბოლომდე (☽ ☐ ☿ — მთვარისა და მერკურის კვადრატი იწვევს გაუგებრობას). ახალ სამსახურში გადასვლა გადადეთ გადაწყვეტილება 19:30-მდე (მერკურის კვადრატი).
თუ გადაწყვეტილი გაქვთ, შეამოწმეთ პირობები ყველა დეტალით (ვენერას რეტროგრადული დროს შესაძლოა ანაზღაურება ან პასუხისმგებლობები არასწორად იყოს წარმოდგენილი). ახალი საქმეების დაწყება - ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო სტაბილური იქნება. ახალ პარტნიორებთან ნაკლებად რეკომენდებულია თანამშრომლობა.

ოჯახი და სახლი

კარგია ძველი ნივთების მოშორება, ოჯახური ტრადიციების განახლება ან საერთო ვახშმის მოწყობა. არა რეკომენდებულია - მასშტაბური რემონტი ან სესხის აღება სახლისათვის.

საყიდლები ამ დღეს შეიძინეთ:

ემოციური ღირებულების მქონე ნივთები, მაგ.საოჯახო ფოტოებისათვის ალბომები, კომფორტული ტექსტილი, ფარდები, სუფრა. საჭიროებებზე მორგებული ნივთები.

არ შეიძინოთ: ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშები.

ჯანმრთელობა დაუცველი ორგანოებია კუჭი, მკერდი, ძვლები და კბილები, სუსტია იმუნიტეტი. არ ვიკეთებთ გეგმურ ოპერაციებს ამ ორგანოებზე.

დიეტა - უპირატესობა მიანიჭეთ თხევად საკვებს, ბოსტნეულის სუპებს, რძის პროდუქტებს.

შეიზღუდეთ - მძიმე, ცხიმიანი საკვები, ამ დღეს მონელება გართულებული იქნება.

მინერალები:

რეკომენდებულია: მთვარის ქვა (სელენიტი), მარგალიტი (ემოციური სტაბილურობისთვის).

არაა რეკომენდებული: მძიმე ენერგიის მქონე მინერალები (მაგ. ობსიდიანი, ჰემატიტი) — გაზრდის სატურნის შეზღუდვებს“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა უნდა გავაკეთოთ ალერგიული რეაქციის თავიდან ასარიდებლად, ბავშვის „ჩაბჟირება” და კრუნჩხვა - პედიატრის რეკომენდაციები

🎥 „მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსებთან, არ არის სასურველი დაუგეგმავი ხარჯები“ - 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„ბაბუა ქალივით ტიროდა, ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ახლობელი