Digest Logo

„ბაბუა ქალივით ტიროდა, ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ახლობელი

1741239954
გიგი ზარანდია

4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდთან მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ამოიყვანეს ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის ვინაობა ცნობილია. დაღუპული გიგი ზარანდია იყო, რომელსაც მეუღლე დარჩა.

გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„გიგი, შენი ოჯახის ნუგეში არავის შეგვიძლია. დაგვამუნჯე და დაგვადუმე გარშემო ყველა, ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედველი.

სამხარაულში იმის იმედით მივედით, რომ იქ შენ არ იქნებოდი, მაინც არ გვინდოდა ამ ფაქტის დაჯერება. ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით შენი გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ სულ ტყუილად.

სული მტკივა და ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ელისოს და კუსას დამართე.

ბაბუა ქალივით ტიროდა და ედემის ხმა ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში.

რატომ ღმერთო, რატომ??? 

23 წელი გეყო სიცოცხლისთვის?“, - წერს მეგი ბერაია.

შეგახსენებთ, რომ სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. შემთხვევა, 4 მარტს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევა და რა მაჩვენებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება

🎥 „რეცხვით თითები მქონდა გადაგლეჯილი...ყოველ წელიწადს ორსულად ვიყავი...“ - რას ჰყვება 13 შვილის დედა, მარიამ ბზვანელი?

🎥 „12 შვილზე არასდროს მიფიქრია...“ - გაიცანით ლეგენდარული ბორის პაიჭაძის შვილიშვილი, რომელიც მრავალშვილიანი დედაა