Digest Logo

🎥 „მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსებთან, არ არის სასურველი დაუგეგმავი ხარჯები“ - 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1741240997
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. ყველა პრობლემა, რაც ვერ გადაჭერით თავს იჩენს. მოსალოდნელია კონფლიქტები და მოულოდნელი ცვალებადი სიტუაციები. იყავით ფრთხილად და თავშეკავებულად“, -  ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

ვერძი -  არ გარისკოთ, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგათ, რადგან ეს უსიამოვნებას მოგიტანთ. გამოიჩინეთ დიპლომატია ახლობლებთან და მეორე ნახევრებთან. 

კურო - მეტი დიპლომატია და მოთმინება გმართებთ კოლეგებთან, რათა თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. საღამოს თუ გაატარებთ ოჯახის წევრებთან ერთად კარგი იქნება. 

ტყუპები - გაიგებთ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. იყავით ზედმეტად დაკვირვებული, განსაკუთრებით კი საბუთებთან. 

კირჩხიბი - კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ინვესტიციისთვის. დღე გამოიყენეთ საკუთარი ჯანმრთელობის საზრუნავად. ყურადღება გამოიჩინეთ მეორე ნახევრის მიმართ. 

ლომი - თქვენს მიმართ იქნება კრიტიკა, შეხედეთ ამას მშვიდად და არ აჰყვეთ ემოციას. ასე უფრო წარმატებით ჩაივლის დღე. 

ქალწული - კარგი დღეა რუტინული და ძველი საქმეების შესასრულებლად. საღამო შეგიძლიათ გაატაროთ მეორე ნახევართან ერთად, რომანტიკული ვახშამით. 

სასწორი - საინტერესო დღეა, ნაცნობები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში. თუმცა გმართებთ სიფრთხილე და განსაზღვრეთ ვისთვის, რისი თქმა შეიძლება. 

მორიელი - კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, შესაძლოა გარისკვაც კი იყოს სასიკეთო. თუმცა სწორად განსაზღვრეთ და იურთიერთეთ კოლეგებთან, რაღაც მომენტში ის ნაბიჯები რასაც გადადგამთ სხვაზე ნეგატიურად აისახება.

მშვილდოსანი - მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსებთან. არ არის სასურველი დაუგეგმავი ხარჯები და ისეთი ნივთების შეძენა, რაც მომავალში არც გამოგადგებათ. 

თხის რქა - ახალი პროექტების დასაწყებად კარგი დღეა, კარიერაში მნიშვნელოვანი, დადებითი ცვლილებები გექნებათ, თუმცა სწორად უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. 

მერწყული - ახალი იდეების გენერირებისთვის მშვენიერი დღეა. ნუ დაივიწყებთ იმას, რომ უნდა იმოქმედოთ. ახალი მიზნის დასახვამდე დაასრულეთ ძველი საქმე. 

თევზები - გამოიყენეთ დღე ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად. ვალდებულებები დაფარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბაბუა ქალივით ტიროდა, ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში...“ - რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ახლობელი

🎥 რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ სისხლის საერთო ანალიზის კვლევა და რა მაჩვენებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება

🎥 „რეცხვით თითები მქონდა გადაგლეჯილი...ყოველ წელიწადს ორსულად ვიყავი...“ - რას ჰყვება 13 შვილის დედა, მარიამ ბზვანელი?