
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ოქტომბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნები დაახასიათა:
♈ ვერძი
ვერძისთვის საუკეთესო დროა ქორწინების თვალსაზრისით. თუ თქვენ გაქვთ ჩაფიქრებული დაოჯახება, 23 ოქტომბრამდე კარგი პერიოდია. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც გაჩნდება საინტერესო ურთიერთობა. ასევე შესაძლოა, იპოვოთ ბიზნესპარტნიორი. საუკეთესო პერიოდია ხელოვნების ფართო სპექტრში თავის წარმოსაჩენად.
♉ კურო
გაქვთ მოწესრიგების პერიოდი. დაალაგებთ აზრებს ტვინში, ასევე, ურთიერთობებს და სახლს. თუ რაღაც პრობლემები გქონდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, კარგი პერიოდია ამისგან თვის დასაღწევად. კარგი იქნება თუ დაალაგებთ ურთიერთობებს სამსახურში.
♊ ტყუპები
სიყვარულის დრო გაქვთ, საუკეთესო დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. პაემნებისთვის და არსებული სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. კარგი პერიოდია ორსულობისთვის. ლიდერი ხართ და შეგიძლიათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ.
♋ კირჩხიბი
ყველაზე მეტად მოგწონთ ეს პერიოდი. გიყვართ სამშობლო, ამიტომ კარგი დროა საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. კარგი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. კოსმეტიკური რემონტისა და დიზაინის შეცვლისთვის კარგი დროა. კარგი ურთიერთობა გაქვთ ახლობლებთან და ნათესავებთან. ზოგიერთმა შესაძლოა ხელი გამოჰკრათ მემკვიდრეობას.
♌ ლომი
საინტერესო პერიოდია კონტაქტებისთვის. შეხვედრების და კონტაქტების დროა. საინტერესო ინფორმაციებს გაიგებთ. ახალი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ინტერნეტთან აქტიური კავშირები იქონიეთ. გაჩერების უფლება არ გაქვთ.
♏ ქალწული
ნუ გადაიღლებით, თუმცა ქალწულმა რომ არ იმუშაოს შეუძლებელი ამბავია. გააკეთეთ რაც საჭიროა, ოღონდ გადაღლის გარეშე. საქმეები მოგიტანთ მატერიალურ დივიდენტებს. გაქვთ საშუალება, ფინანსურად უზრუნველყოთ საკუთარი თავი.
♎ სასწორი
მთავარი ფავორიტი მაინც სასწორია. ახლა მზე და მერკური ორივე სასწორშია. ყველაზე შარმიანი, მიმზიდველი დახვეწილი. ყველაფერი გამოგდით, გინდათ ქორწინება, მგზავრობა, მოგზაურობა, ბიზნესის საქმიანობა. აქტიურად იმოქმედეთ. წარმატება თქვენ მხარესაა.
♏ მორიელი
ამ ვის ბოლომდე იაქტიურეთ, თუმცა ოქტომბრის პირველი ორი კვირა ფრთხილად იყავით. დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. იმუნიტეტი ეცემა, დაღლილები ხართ და ემოციური გაღიზიანება მატულობს. ყველა და ყველაფერი ნერვებს გიშლით. არ გადაიღალოთ, რადგან ნერვული სისტემა სუსტდება. დაასრულეთ ძველი საქმეები.
♐ მშვილდოსანი
კარგი პერიოდი გაქვთ. გიყვართ სასწორთან ურთიერთობა. ენერგოტონუსი იმატებს და განწყობა უმჯობესდება. წარმატების ფაქტორი ძალიან მაღალია. სიახლეების დროა. რაც შეიძლება მეტი სიახლე. ახლებური ურთიერთობები და მუშაობა. ინტერნეტთან გქონდეთ მაქსიმალური კონტაქტი.
♑ თხის რქა
იმუნიტეტი დაეცემა. იყავით ფრთხილად, ნუ გადაიღლებით. კარიერული განვითარების კუთხით ძალიან კარგი პერიოდია. არ დაძაბოთ ურთიერთობა კოლეგებთან. გაქვთ დაწინაურების პერსპექტივები.
♒ მერწყული
ერთ-ერთი ფავორიტი ხართ. რაც დრო გავა უფრო კარგად იგრძნობთ თავს. მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. საინტერესო მოგზაურობების დროა. კარგი დროა უცხოელებთან კონტაქტებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კარგია მეგობრული კონტაქტები.
♓ თევზები
გაითვალისწინეთ, რომ ენერგოტონუსი ეცემა. ნუ დაიღლებით. პოეზიის ლიტერატურის და შემოქმედების დროა. ენას კბილი დააჭირეთ, არ გათქვათ საიდუმლოებები და გეგმები. მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე არ ილაპარაკოთ. არ არის გამორიცხული ამ პერიოდში ჩამოყალიბდეს საინტერესო და რომანტიკული ურთიერთობა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორც ყოველთვის ბრწყინავ...“ - თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„ყველაფერი უნდა გაკეთდეს გაცნობიერებულად...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს...“ - რას წერს გია მურღულია