Digest Logo

„კარგია ამ პერიოდში ლოცვები და დასვენება“ - რა გავლენას მოახდენს 12 თებერვლის სავსემთვარეობა ზოდიაქოს 12-ვე ნიშანზე, ანა ჯალაღონიას განმარტება

1739258423
ასტროლოგი ანა ჯალაღონია

„სავსემთვარეობა ეს არის მზე მთვარის დაპირისპირება, რომელსაც ზრდის ურანთან კვადრატი და უფრო არაადეკვატურს ხდის მოვლენებს, ზრდის ემოციურ ფონს. ურანი გვაიძულებს ამ პერიოდში დავანგრიოთ ის სიტუაციები, რაც არ ვითარდება და უსარგებლოა. ამასთან დაასრულოს პარტნიორული ურთიერთობები, მოერიდეთ კამათს და დაპირისპირებას ახლობელ ადამიანებთან, ფრთხილად იყავით აზარტულ თამაშებთან“,- ასე განმარტავს ასტროლოგი ანა ჯალაღონია 12 თებერვლის სავსემთვარეობის მნიშვნელობას, რომლის პიკი 17:45 წუთზე იქნება.

ასტროლოგის თქმით, მთვარე იმოძრავებს ლომის ზოდიაქოში, სადაც მეტად თვალში საცემი იქნება სიტუაციები.

რაც შეეხება, თუ რას უნდა ველოდოთ სავსემთვაროების პერიოდში ზოდიაქოს 12 ნიშანი, ანა ჯალაღონია განმარტავს:

ვერძი - სასწორის ღერძი:

მე-5, მე-11 სახლში ხდება სავსემთვარეობა, ზოგ ვერძთან შესაძლოა დასრულდეს ურთიერთობები, ან გადაიყვანოს ახალ ეტაპზე. სასწორთან კი აქ იქნება ცვლილებები ერთიან საქმეში. ან შესაძლებელია მიიღოთ დახმარება სხვა ადამიანებისგან.

კურო - მორიელის ღერძი:

აქ მოქმედება ხდება მე-4, მე-10 სახლებში. კუროებო, გაუფრთხილდით დაპირისპირებას ოჯახში, რადიკალურ ცვლილებებს და გადაწყვეტილებებს. აქ, რაღაცის დასრულების პერიოდია და იყავით ფრთხილად. მორიელებმა ფრთხილად უნდა შეცვალოთ მიზნები, აქ ზოგთან შესაძლებელია სამსახურის დაკარგვა, ან ახალ ეტაპზე გადასვლა. მოულოდნელი ცვლილებები იქნება ყველა დონეზე.

ტყუპები - მშვილდოსნის ღერძი:

აქ მოქმედება ხდება მე-3, და მე-9 სახლებში. ამ პერიოდში მიღებული ცვლილებები მოგიტანთ ძალიან კარგ შანსებს კომუნიკაციაში. ტყუპებო აქ ცვლილებებს შემოიტანთ კონტაქტებსა და მეგობრების წრეში. მშვილდოსნებისთვის კი ცვლილებებს მოგიტანთ, მოგზაურობა, სწავლა და ასევე მოიტანს ავტორიტეტ ხალხთან ურთიერთობებს.

კირჩხიბი - თხის რქის ღერძი:

სავსემთვარეობა თქვენთან ხდება მე-2 და მე-8 სახლებში. კირჩხიბებო აქ შეეხება, სუფთა თქვენს ფინანსურ საკითხებს. ბანკებს, ვალებს, სხვის ფინანსებს. აქ ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ვინც ბიზნესს საკითხებში ხართ ჩართულები. რადგან შეიძლება მოხდეს ჩამონგრევა სიტუაციის. თხის რქები გაუფრთხილდით შიშებს, აარიდეთ თავი ტოქსიკურ ადამიანებს.

ლომი - მერწყულის ღერძი:

აქ, პირველ და მე-7 სახლში ხდება სავსემთვარეობა, ლომებისთვის მოხდება ცვლილებები ყველა დონეზე. ურთიერთობებსა და პარტნიორულ ცვლილებებს. მერწყულები გაუფრთხილდით პირად და ადამიანებთან ურთიერთობებს. შესაძლებელია მტრებისგან მიიღოთ დარტყმა, ვინც პუბლიკასთან მუშაობთ.

ქალწული თევზების ღერძი:

სავსემთვარეობა თქვენს მე-12, მე-6 სახლში ხდება. ფრთხილად იყავით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ქალწულებო, სამსახურში ცვლილებების პერიოდია, ზოგთან შეიძლება იყოს დანაკარგები, ზოგთან კი ცვლილებები ყველა დონეზე, როგორ საყოფაცხოვრებო ისე რუტინულ საქმეებში, შემოიტანოთ რაღაც ახალი. თევზებთან, ნევროზულობა პიკს აღწევს ამ პერიოდში, დაბადების წინა პერიოდია, ფრთხილად იყავით ემოციებთან, გაუფრთხილდით ნერვებს. კარგია ამ პერიოდში ლოცვები და დასვენება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს განსაკუთრებულად უნდა შეიკავოთ თავი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისგან“ - 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის ნინა სუსლოვასგან

🎥 კანიე უესტი წიგნის დაწერას აპირებს - რეპერი ნამუშევარს მეუღლეს მიუძღვნის

🎥 „შენი ადამიანი წამში უნდა იპოვო...“ - რას ეტყოდით თქვენს ბავშვობის მეგობარს? ემოციური ინტერვიუ მოქალაქეებთან