24 ნოემბერს სუპერ სავსემთვარეობაა ტყუპებში, თბილისის დროით 18:53 საათზე, ტყუპების 2°20′-ზე დგება.
ეს არ არის ჩვეულებრივი სავსემთვარეობა, მისი მთავარი თავისებურება ურანთან მჭიდრო შეერთებაა, რაც ასტროლოგიურად მოულოდნელ ცვლილებებს, ინფორმაციის გამჟღავნებას, ურთიერთობებში გარდატეხას და ძველი შეხედულებების ნგრევას უკავშირდება.
რაც აქამდე დაფარული იყო, შესაძლოა გამოაშკარავდეს, რაც გაურკვეველი იყო, პასუხს მოითხოვს, ხოლო ის, რაც დიდი ხანია ცვლილებას საჭიროებს, შესაძლოა მოულოდნელად დაიძრას.
როგორ იმოქმედებს 24 ნოემბრის სავსემთვარეობა ტყუპებში — ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს:
ვერძი — მოულოდნელი სიახლეები, მნიშვნელოვანი საუბრები და გადაწყვეტილებები. აკონტროლეთ სიტყვები და ემოციები.
კურო — ფინანსური ცვლილებები, შემოსავლის ახალი შესაძლებლობები. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.
ტყუპები — პირადი გარდატეხის პერიოდი. შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრების მიმართულებას შეგიცვლით.
კირჩხიბი — დაფარული ინფორმაციის გამჟღავნება, წარსულის თემების დაბრუნება, ყურადღება მიაქციეთ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.
ლომი — მეგობრული წრის ცვლილებები, ახალი ნაცნობობა და მოულოდნელი შესაძლებლობები. გადახედეთ სამომავლო გეგმებს.
ქალწული — კარიერული ცვლილებები, მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილებები. მოსალოდნელია მოულოდნელი სიახლეები სამსახურში.
სასწორი — უცხოეთთან, მოგზაურობასთან, განათლებასთან ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული სიახლეები.
მორიელი — საერთო ფინანსების, ვალებისა და ვალდებულებების გადახედვა. შესაძლოა მნიშვნელოვანი საიდუმლო გამჟღავნდეს.
მშვილდოსანი — პარტნიორულ ურთიერთობებში გარდატეხა. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, გარკვევა ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
თხის რქა — სამუშაო გარემოსა და ყოველდღიური რეჟიმის ცვლილებები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და გადაღლას.
მერწყული — სიყვარულში მოულოდნელი განვითარება, ახალი რომანტიკული შესაძლებლობები და შემოქმედებითი გააქტიურება.
თევზები — ოჯახურ საკითხებში ცვლილებები, საცხოვრებელთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
სავსემთვარეობის მთავარი გზავნილია: ძველი ინფორმაციის გადაფასება, მოულოდნელი სიმართლის აღმოჩენა და ცვლილებების მიღება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფიზიკურად ვერ გპასუხობთ, მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის“ - მარიამ შარმანაშვილი
⭕რატომ გვთავაზობენ ყავასთან ერთად წყალს? - ამ ტრადიციას თავისი მიზეზი აქვს, რას წერს არუნ ხათრი