Digest Logo

🎥 „კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია, ზოგიერთი შეიძლება დაოჯახდეს“ - ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

1749452951
ქეთი ოდიშელი

„21 ივნისამდე ცეცხლის და ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის შედარებით უკეთესი პერიოდია, მაგრამ ძალიან მალე ყველა ნიშნისთვის გამოიდარებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - წამოწყებებისთვის, სიახლეებისთვის კარგი პერიოდია, შედეგის დადების დროა. ინვესტიციები, კონტაქტები, მატერიალური მიმართულებით იქნება წარმატებული. მეტი სტაბილურობა და დაწყებული საქმეები დაამთავრეთ. 

კურო - პერიოდი ეფექტურია დასაგვირგვინებლად, ფინანსური, საბანკო კრიზისების წინაშე თუ იყავით, ყველაფერი წავა ფინალისკენ. 

ტყუპები - მზე ჯერ კიდევ თქვენს ნიშანს გადის, ამიტომ კარგი და ეფექტური პერიოდი გაქვთ, რაც პარტნიორული ურთიერთობებისთვის უნდა გამოიყენოთ. 

კირჩხიბი - გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ხანგრძლივი ავადობიდან გამოსვლის დროა. გამოიყენეთ სტიქიების ძალა და ენერგოტონუსის გაუმჯობესებაზე იფიქრეთ. 

ლომი - ყველანაირი სიკეთე, სიამოვნება შეიძლება თავზე დააბერტყოს ფორტუნამ. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით აღიჭურვეთ და იყავით გამზიარებელი.

ქალწული - საოჯახო საქმეებისთვის კარგი პერიოდია, ფორტუნა ამ თემებს უფრო მეტად სწყალობს. 

სასწორი - გამოიყენეთ შარმი, კომუნიკაბელურობა, შეიძინეთ ნაცნობები, ინვესტირებები, კარიერული საკითხები იქნება წარმატებული. 

მორიელი -  მატერიალისტი მორიელები მინდა გავახარო, ბრწყინვალე პერიოდია შემოსავლების გაზრდის კუთხით. აუცილებლად იფიქრეთ შემოსავლის წყაროს გაფართოებაზე. 

მშვილდოსანი -  სავსემთვარეობა თქვენს ნიშანშია, ამიტომ იუმორი, სამყაროს ფილოსოფია, ოპტიმიზმი უნდა გამოიყენოთ. 

თხის რქა - მოლაპარაკე ფსიქოტიპის არ ხართ, ამიტომ ბრწყინვალე პერიოდია სტრატეგიის გასაწერად, ენაზე კბილის დაჭერას მოითხოვს პერიოდი. 

მერწყული - კარიერული კუთხით კარგი პერიოდია, შემოსავლის მიღების შანსებია. ყურადღება მიაქციეთ სამეგობროს, სოციალურ წრეებს. 

თევზები - ძალიან კარგი პერიოდია კარიერული საკითხებისთვის, დაწინაურება, ახალი ნაბიჯები კარიერაში, აუცილებლად იმოქმედეთ ამისთვის. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი დაოჯახდეს“, - ამბობს ქეთი ოდიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგი იქნება თუ დაანთებთ სანთელს, ილოცებთ და ოჯახურ კეთილდღეობაზე იზრუნებთ“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

🎥 „ენდეთ ინტუიციას, მიიღებთ მინიშნებებს სიზმრის სახით, დაუჯერეთ შინაგან ხმას...“ - 9 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„მადლობა, რომ თქვი დიახ... ძალიან აღფრთოვანებული ვარ“ - ნუცა ბუზალაძის რჩეული 55 წლის დარენ პრინსია