ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დაბნელებების კორიდორის ყველაზე მგრძნობიარე დღეებზე საუბრობს:
„დაბნელებების კორიდორის ყველაზე მგრძნობიარე დღეები 17 და 24 თებერვალი:
⚠️ ყურადღება! 🔥
17 და 24 თებერვალი - ყველაზე არაპროგნოზირებადი და ენერგიულად დაძაბული დღეებია დაბნელებების კორიდორში. გააფრთხილეთ ახლობლები წინასწარ.
👉 წაიკითხეთ ბოლომდე ეს ეხება თქვენს ფულს, ურთიერთობებს და მომავალს.
🌑 17 თებერვალს (თბილისის დროით 16:13) — მზის დაბნელებაა. ეს არის განულებისა და გადატვირთვის წერტილი, როცა დაახლოებით 2 კვირით შევდივართ ძლიერ კარმულ პორტალში დაბნელებების კორიდორში.
იყავით მაქსიმალურად ფრთხილად ამ დღეს:
1️⃣ არანაირი მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციები
2️⃣ ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს დაბნელებაზე დაწყებული ხშირად დაბრკოლებებით მიდის
3️⃣ გააჩერეთ ნეგატიური აზრები გაუშვით წარსული
4️⃣ ყოველი სიტყვა პროგრამასავით მუშაობს
5️⃣ მოერიდეთ კონფლიქტებს
6️⃣ არ გადასცეთ სხვისთვის სახლის ან მანქანის გასაღები დაიცავით თქვენი სივრცე და ენერგია
7️⃣ არაფერი აიღოთ მიწიდან და არც სხვისი მიიღოთ
8️⃣ არ შეიჭრათ თმა ითვლება, რომ იღბლის ენერგიას ჭრით
9️⃣ 17-მდე გაწმინდეთ სივრცე 🔥 24 თებერვალი შუა წერტილია დაბნელებებს შორის.
ამ დღეს შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები და ძლიერი ემოციური პროცესები. ეს არის პორტალი, როცა შეგვიძლია:
✨ გავთავისუფლდეთ მტრებისა და ტოქსიკური კავშირებისგან
✨ გავუშვათ წარსული და ყოფილი ურთიერთობები
✨ მოვიშოროთ უცხო ნეგატიური ენერგია
✨ დავხუროთ „დაუმთავრებელი თემები“ საბოლოოდ.
👉 ამ დღეს აუცილებლად გააკეთეთ გაწმენდის პრაქტიკები და მოიშორეთ მოძველებული.
❗️არ არის რეკომენდებული 24-ში: სიტუაციებთან ბრძოლა რაც ხდება, უნდა მოხდეს ჩხუბი, კონფლიქტი, მტკიცება, ტყუილი ბუმერანგის ეფექტი ძლიერია“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მოხარშული ვაშლი, ნიორი და სტაფილო - 7 პროდუქტი საკვების ჯანსაღი მონელებისთვის