Digest Logo

„კომპრომისების დრო დასრულდა“ - რამაზ გიგაური კურო-მორიელის ღერძის სავსემთვარეობასა და მოსალოდნელ კრიზისებზე

1792959925
რამაზ გიგაური

26 ოქტომბერს, კუროსა და მორიელის ღერძზე დასადგამი სავსემთვარეობა წლის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ტრანსფორმაციული პერიოდი იქნება.

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ პროგნოზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პლუტონის მონაწილეობით ფორმირებული ტაუ-კვადრატი როგორც პირად, ისე გლობალურ დონეზე მასშტაბურ დაძაბულობასა და რადიკალურ ცვლილებებს მოიტანს:

„🌕სავსემთვარეობა კურო-მორიელის ღერძზე: ძველთან გამომშვიდობების დრო, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 08:11 საათზე, კუროსა და მორიელის ღერძზე სავსემთვარეობა დადგება.

ეს უბრალო ასტროლოგიური მოვლენა ნამდვილად არ არის. ამ ასტროლოგიურ პროცესში თავისი ტრანსფორმაციული და გარდამტეხი ენერგიით ერთვება მერწყულში მდგომი პლუტონი, რომელიც მზესა და მთვარესთან ნეგატიურ კონფიგურაციას (ე.წ. ტაუ-კვადრატს) ქმნის. ეს ნიშნავს, რომ კომპრომისების დრო დასრულდა. წინ უდიდესი დაძაბულობისა და ტრანსფორმაციის რთული პერიოდი გველოდება.

♉♏ არქეტიპი და ეზოტერიკა: კურო-მორიელის დაპირისპირება კუროსა და მორიელის დაპირისპირება ფორმისა და ენერგიის, მატერიისა და სულის, სიცოცხლისა და ტრანსფორმაციის დაპირისპირებას განასახიერებს. რელიგიურ-მითოლოგიურად ეს შეიძლება ადამიანისა და ღმერთის ჭიდილს შევადაროთ. ზუსტად ისე, როგორც ქართულ მითოლოგიაში ამირანი ეჭიდავება ღმერთს, ან როგორც ძველ აღთქმაში იაკობი ებრძვის უფალს, რათა მისგან კურთხევა მიიღოს.

სწორედ ეს უძველესი, ტრანსფორმაციული ბრძოლაა ასახული ამ ასტროლოგიურ ღერძზეც. ამ დიდ შერკინებაში კურო მატერიალურ, ადამიანურ საწყისს განასახიერებს, ხოლო მორიელი - იმ გარდამქმნელ კრიზისს, რომელიც სულიერი ზრდისთვისა და ინიციაციისთვის აუცილებელია. კურო - ეს არის მიწა, სტაბილურობა, კომფორტი და დაგროვება. მორიელი - კრიზისი, განწმენდა და გაშვება. ეზოთერულად, ეს ღერძი გვასწავლის, რომ რეალური უსაფრთხოება მხოლოდ მატერიაზე ჩაბღაუჭებით არ მოდის. როცა ფორმა (კურო) თავის თავს ამოწურავს, ის აუცილებლად უნდა დაინგრეს, რათა ენერგია (მორიელი) გათავისუფლდეს და ახალი ფორმით გამოვლინდეს. ეს არის ნგრევა, ადგილის მოსუფთავება და მის ადგილზე ახლის შენება (შესაძლოა ძველი მასალით, მაგრამ აუცილებლად ახლის).

🌖 რას იძლევა ეს სავსემთვარეობა? სავსემთვარეობა ყოველთვის კულმინაცია, შედეგების მიღება და დაფარულის გამჟღავნებაა. ეს არის სამყაროს გზავნილის პერიოდი, როდესაც ზეცა მიწას მკაფიოდ და გასაგებად ესაუბრება. როცა ეს პროცესი კურო-მორიელის ღერძზე ხდება, წინა პლანზე ფინანსური, მატერიალური და ენერგეტიკული თემები გამოდის. ეს არის დრო, როდესაც ცხადად ვხედავთ, რა არის რეალურად ჩვენი (კურო) და რა გვაკავშირებს სხვებთან ვალდებულებების, ვალების ან ემოციური მიჯაჭვულობის სახით (მორიელი). სავსემთვარეობა ამ ღერძზე ადამიანს აიძულებს, საკუთარი რესურსები გადააფასოს და იმისგან გათავისუფლდეს, რაც მას ენერგიას ართმევს და ამუხრუჭებს. სიმბოლურად, ეს არის ბალასტის მოცილების პერიოდიც (ეს რაც არ უნდა მტკივნეული იყოს).

👤 პერსონალური გავლენა ვინაიდან ამ კონფიგურაციის მთავარი ფიგურა პლუტონია, პერსონალურ დონეზე ძალიან მძლავრი, ფსიქოლოგიურად რთული ტენდენციები გააქტიურდება. ადამიანებში მოიმატებს ძალაუფლებისთვის ბრძოლის, ეჭვიანობისა და მანიპულაციის სურვილი. შესაძლოა, მოულოდნელად გამწვავდეს ფინანსური საკითხები, ვალები ან მემკვიდრეობის თემები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის უნიკალური შანსი, რომ ადამიანმა ერთი (მტკივნეული) გადაწყვეტილებით დაასრულოს ტოქსიკური ურთიერთობა, უარი თქვას ნეგატიურ ჩვევაზე და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. პლუტონი რადიკალურ ქმედებას „მოითხოვს“, ამიტომ ყოყმანი და წარსულზე მიჯაჭვა განვითარების შანსებს არა უბრალოდ ამცირებს, არამედ საერთოდ სპობს.

🌍 მუნდანური (გლობალური) გავლენა გლობალურ დონეზე ეს ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადი კონფიგურაციაა. კურო მართავს საბანკო სექტორს, სოფლის მეურნეობასა და ტერიტორიებს მართავს. მორიელი - მსხვილ კაპიტალს, გადასახადებს, საიდუმლო სამსახურებსა და ომს. პლუტონის ჩართულობა კი ამ ყველაფერს მასობრივ, სისტემურ ხასიათს აძლევს. ამიტომ, ჩვენ კიდევ მეტ სასტიკ ბრძოლებს ვიხილავთ რუსეთ-უკრაინის ომში. უფრო მეტიც, შეიძლება რაღაც „მასობრივი“, დიდ ენერგიასთან, მასშტაბთან დაკავშირებული მოხდეს. ეკონომიკურ ჭრილში მოსალოდნელია საფონდო ბირჟებზე მკვეთრი რყევები, კრიპტოვალუტებთან ან ციფრულ ფინანსებთან დაკავშირებული რადიკალური ცვლილებები და საბანკო კრიზისები. შესაძლოა ვიხილოთ ცნობილი ადამიანების დაკავებები ან მათი რაიმე ფორმით განადგურება. პოლიტიკურად, ეს არის ფარული გარიგებების, კორუფციული სქემებისა და შავი ფულის გათეთრების გასაჯაროების პერიოდი. არ გამოირიცხება გამჟღავნდეს კორუფციული გარიგებები და ამან დიდი სკანდალი გამოიწვიოს. მატულობს მსხვილი ტექნიკური ავარიების და ადამიანებზე (თუ ტერიტორიებზე) შეიარაღებული თავდასხმის ალბათობაც. ასე რომ, მუნდანურად, ოქტომბრის ბოლო და მთელი ნოემბერი 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) რთული და კრიზისული პერიოდია.

🎯 ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად? ეს სავსემთვარეობა ყველას ერთნაირად არ შეეხება. მისი ტრანსფორმაციული „ჩხვლეტები“ და რეზონანსი ყველაზე ძლიერად ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე და კონკრეტულ გრადუსებზე აისახება:

📌 პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ელით მათ, ვისაც პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, ასცენდენტი ან ნებისმიერი პირადი პლანეტა კუროს, მორიელის, ლომისა და მერწყულის 0-დან 6 გრადუსამდე აქვთ განლაგებული (რადგან სავსემთვარეობა მე-3 გრადუსზე ხდება, ხოლო პლუტონი მე-4 გრადუსის დასაწყისშია).

📌 განსაკუთრებული ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც პირად ჰოროსკოპში კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის პირველ დეკადაში სტელიუმი (რამდენიმე პლანეტის შეერთება) აქვთ. მათ ცხოვრებაში გარკვეული მიმართულებით (გააჩნია კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპს) ძველი სტრუქტურა დაინგრევა და ახალი ეტაპი დაიწყება.

📌 ასევე, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან ისინი, ვინც დაბადებულები არიან კუროს ან მორიელის ნიშნით (განსაკუთრებით კი 22-28 აპრილისა და 24-30 ოქტომბრის შუალედში)“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სამწუხაროდ ასეა...“ - მედიცინა და რობოტი: ანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ექიმს? - რას ჰყვება ირაკლი კუტალია

⭕ „არის ამაყი, ცივსისხლიანი და ძალაუფლებიანი...“ - დაფარული სიმართლე მორიელის შესახებ

⭕ წლის ყველაზე მძაფრი წერტილი და ვენერას კარმული გამოცდა: რა ელის 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს კუროს სავსემთვარეობაზე - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

✕