Digest Logo

🎥 „სამწუხაროდ ასეა...“ - მედიცინა და რობოტი: ანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ექიმს? - რას ჰყვება ირაკლი კუტალია

1792958880
ირაკლი კუტალია

კლინიკა „კანის“ დამფუძნებელი ირაკლი კუტალია სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ინოვაციებზე ისაუბრა და სტუდიაში რობოტთან ერთად მივიდა.

აღნიშნულ რობოტში მოთავსებულია ისეთი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, როგორც ირაკლი კუტალია აღნიშნავს, რობოტს შეუძლია დიაგნოზის დასმა და მკურნალობის გზების მოძებნა:

„არ მინდა რომ გიპასუხოთ არა, არ ჩავანაცვლეთ ექიმები რობოტებით, მაგრამ არის ძალიან ბევრი ფუნქცია, რომელსაც ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ვაკეთებთ. მედიცინა ძალიან ვითარდება და მაღალტექნოლოგიური ხდება. ამას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს, სამწუხაროდ ასეა. ეს ეხება გლობალურ მედიცინას.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კვლევები, კონსულტაციები, ანალიზები მაგალითად დისკზე შენახული. ეს ყველაფერი თავმოყრილია ერთ სივრცეში, ამ რობოტის მეშვეობით ხდება დეტალური ანალიზი. ინფორმაციის ერთად დაგროვება შეუძლებელია ერთ ადამიანში, ამიტომ რომ არ დაიკარგოს სხვადასხვა ინფორმაცია, საჭირო გახდა მისი ერთად თავმოყრა. მედიცინა იწყება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ერთად მუშაობს.

ჩვენ შევქმენით სწორედ ასეთი აპლიკაცია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ჩავტვირთოთ აქ, ამის შემდეგ ეს რობოტი აანალიზებს ყველაფერს, ასევე სიმპტომებსა და ჩივილებს განავრცობს, ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება დიაგნოზის დასმა და მკურნალობა. ეს არის რეალური სურათი, გვაძლევს ინფორმაციას რა რისკებთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ირაკლი კუტალიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არის ამაყი, ცივსისხლიანი და ძალაუფლებიანი...“ - დაფარული სიმართლე მორიელის შესახებ

⭕ წლის ყველაზე მძაფრი წერტილი და ვენერას კარმული გამოცდა: რა ელის 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს კუროს სავსემთვარეობაზე - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ Victoria's Secret-ის ანგელოზებს შორის დაპირისპირებაა: „მოღალატეებთან არ ვმეგობრობ“ - ჯოან სმოლსის წაშლილი კომენტარი კენდის სვეინპულზე ვირუსულად ვრცელდება

✕