Digest Logo

„კოსმიური პორტალი იხსნება და სურვილი ახდება“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან დღეზე

1676879418
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა დადებით ენერგოველშია, მზე თევზებში გადავიდა, სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერაში გადადის და დღეს ახალი მთვარეა“ -  ეს ის მთავარი ასტროლოგიური მოვლენებია, რომელიც ამ კვირაში იქნება ასპექტირებული.

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა კვირის მთავარ კოსმიურ მოვლენებზე „დაიჯესტთან ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მთვარეობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შეიკავოთ, დღე კი პოზიტიურად გაატაროთ.

23 თებერვალს ასტროლოგი სურვილების ჩაფიქრებას გირჩევთ, რადგან მისი თქმით, ასრულების შანსი ძალიან მაღალია.

ამ კვირაში ბევრი რამ ხდება, დღეს ახალი მთვარეა, ამიტომ არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეცადეთ კარგ განწყობაზე დადგეთ.

მიმდინარე კვირას 4 გეომაგნიტური დღე გვაქვს - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა, ეცადეთ ამ დღეებში წნევა გააკონტროლოთ.

რაც შეეხება ვენერას ვერძში ტრანზიტს ეს ცვლილება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სასიყვარულო ურთიერთობებში ვერძის ხასიათს შეიტანს. სიყვარული უფრო ვნებიანი და ცეცხლოვანი გახდება.

და მთავარი, კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია 23.03.2023 - სარკისებრი თარიღი, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმიური პორტალი იხსნება და სურვილი ახდება“, - განუცხადა დაიჯესტს“ მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?