სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ბექაური სტატუსს აქვეყნებს და ბუჩაში რუსული საოკუპაციო ძალების არაადამიანურ ქმედებებს ეხმაურება.
„ბუჩა
- დედა ჩვილთან ერთად ჩაცხრილეს მანქანაში;
- შიშველი ქალები, გაუპატიურებულნი და მოკლულები ყრიან ქუჩებში;
- რუსები იპარავენ ყველაფერს: ბლენდერებს, ფეხსაცმელს, ტრუსიკებს და მერე ცოლებს ურეკავენ სატრაბახოდ;
- 400-ზე მეტი მშვიდობიანი, ხელებშეკრული ადამიანი არის დახვრეტილი;
- 10 წლამდე გოგოები არიან გაუპატიურებულნი; ( 10 წლამდე)
- უკრაინელ ბავშვებზე უბრალოდ ნადირობდნენ - ეუბნებოდნენ, რომ გაქცეულიყვნენ და გაქცეულ ბავშვებს ფეხებში ესროდნენ;
- ერთ ოთახში რუსები ცხოვრობდნენ, მეორეში უკრაინელებს აწამებდნენ, შემდეგ ყველანი კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს;
- კვიპროსში, რუსებმა პუტინის და ომის მხარდამჭერი აქცია გამართეს;
- რუსი ინფლუენსერები, რომლებსაც კვლავ აქვთ წვდომა ინსტაგრამზე, ღიად ამბობენ რომ უკრაინელმა გოგოებმა დაიმსახურეს რომ მათ აუპატიურებენ;
აჩვენეთ ყველას, ვინც თვლის რომ მხოლოდ პუტინია დამნაშავე“, - წერს ნინო ბექაური.
ცნობისთვის, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩას ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები ხელებშეკრული იპოვეს. რუსები აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ხალხს. მათი მსხვერპლი კაცები, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. ოკუპანტებმა დაღუპული უკრაინელებიც კი დანაღმეს.
შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება