„ლილიტის“ გადასვლა თხის რქაში: აქტუალური იქნება მომდევნო 9 თვის განმავლობაში. თუ თხის რქაში გყავთ პლანეტები, კუთხე ან „ლილიტი“, ამ პერიოდს განსაკუთრებულად იგრძნობთ, მაგრამ ლილიტის გადასვლა მხოლოდ თხის რქებისთვის არ იქნება აქტუალური, ეს ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეეხება და იმ სფეროს, რომელსაც თხის რქა მართავს.
„ლილიტის“ ტრანზიტი ხშირად მიგვიყვანს იქ, სადაც საკუთარ თავთან ყველაზე ნაკლებად გვინდა შეხვედრა.
რა არის ასტროლოგიაში „ლილიტი“ და რას წამოსწევს?
„ლილიტი“ ჩვენი ჩრდილოვანი მხარეა, სურვილები, შიში, ამბიცია, წყენა, წინააღმდეგობები, რასთან შეხვედრაც აღარ გვინდა.
რას შეცვლის „ლილიტი“ თხის რქაში?
წამოსწევს ძალაუფლებისთვის ბრძოლებს, როგორიცაა სამსახურში, ოჯახში, ურთიერთობებში ან საზოგადოებრივ გარემოებებში. ზოგიერთისთვის ეს პერიოდი შეიძლება გახდეს კარიერული ამბიციების გაძლიერების პერიოდი. ადამიანები მიხვდებიან, წლების განმავლობაში სადაც მუშაობდნენ არა იმიტომ, რომ ეს გზა აირჩიეს, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდებოდათ და ვიღაცას თავისი ფასი დაუმტკიცონ.
შეიძლება გაძლიერდეს კონფლიქტები როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე მშობლებთან, ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც ძალაუფლების დამტკიცებას ცდილობს თქვენთან.
ის გვასწავლის, არ გახდე სხვისი კონტროლის მსხვერპლი და არც თავად გახდე ადამიანი, რომელიც აკონტროლებს სხვას.
რას უნდა გავუფრთხილდეთ ამ პერიოდში?
ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი ძალაუფლება არ გამოიყენოთ ბოროტად, კარიერულ ინტრიგებს მოერიდეთ, მანიპულაციას, შანტაჟს, ზედმეტ კონტროლს, ავტორიტეტებთან დაპირისპირებას მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღიაროთ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, არ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები მხოლოდ წყენის ან ეგოს გამო.
ვის შეეხება ყველაზე ძლიერად ეს პერიოდი?
განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ნატალურ რუკაში გყავთ თხის რქაში მზე, მთვარე, ასცენდენტი, მერკური, ვენერა, მარსი და ასევე სხვა მნიშვნელოვანი პლანეტები. რაც უფრო ზუსტად უახლოვდება ტრანზიტული „ლილიტი“ თქვენს ნატალურ პლანეტას, მით უფრო პირადი ხდება აქ გამოცდილებები, ხოლო თუ ადამიანს „ლილიტის“ მობრუნება აქვს, ანუ კარმული პერიოდი, ანუ ტრანზიტული „ლილიტი“ თქვენს „ლილიტს“ უერთდება, აქ შეიძლება განსაკუთრებით გააქტიურდეს ძველი ჩრდილოვანი თემები.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელ სფეროში გადის ლილიტი თქვენს რუკებში.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი - მეათე სახლს გაააქტიურებს. აქ წარმატების სფერო იქნება ძალიან აქტუალური, ამბიცია ძალიან დიდი, კარიერაში მაღალი პოზიციის დაკავების სურვილი, სადაც შეიძლება ზოგიერთთან კონფლიქტურობა გამოიწვიოს, როგორც უფროსებთან, ასევე სისტემასთან. ფრთხილად იყავით კარიერული ამბიციით ისეთ ნაბიჯების გადადგმასთან, რომელიც შემდეგ რეპუტაციას შეგილახავთ.
კურო - ლილიტი აქ თქვენს მეცხრე სახლში ხდება. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ ძველ შეხედულებებში, შეიძლება ასევე გაჩნდეს დაპირისპირება ადამიანებთან, რომლებსაც განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, ამიტომ კუროებო, ფრთხილად იყავით ფანტაზიებთან და საკუთარი სიმართლის სხვებისთვის თავის მოხვევისგან შეიკავეთ თავი. აქ ლილიტი გვეუბნება იმას, რომ შეგიძლიათ შენი სიმართლე გქონდეს ისე, რომ სხვა არ დააზიანო.
ტყუპები - თქვენთან აქ მერვე სახლში იქნება აქტუალური ლილიტი. ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პოზიციაა, შეიძლება გამოვლინდეს ის, რაც ურთიერთობებში დამალული იყო და დაფარული. ფრთხილად იყავით ფინანსურ დამოკიდებულებებთან, მანიპულაციასთან, ეჭვიანობასთან და კონფლიქტებთან, იმ ადამიანებთან, ვისთანაც საერთო თემები გაკავშირებთ. აქ ლილიტი გასწავლით სხვის ძალაზე დამოკიდებულება საკუთარი ძალის დაკარგვას არ უნდა ნიშნავდეს.
კირჩხიბი - თქვენთან მეშვიდე სახლს გაააქტიურებს. აქ იქნება ურთიერთობებში ძალაუფლების თემა, განსაკუთრებით ძალიან გაძლიერებული. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, ვინ მართავს ამ ურთიერთობას? ზოგიერთ ურთიერთობაში გამოვლინდეს კონტროლი, ეჭვიანობა ან მანიპულაცია. აქ ჯანსაღ ურთიერთობებში კი პირიქით, შესაძლებელია გახდეს უფრო მკაფიო საზღვრების მონიშვნა. არ აიღო პარტნიორის კონტროლის თემები ამ პერიოდში, რადგან შეიძლება წამოსწიოს ძალიან დიდი კონფლიქტურობის ალბათობები.
ლომი - თქვენთან იქნება მეექვსე სახლი გააქტიურებული. აქ შეიძლება გაჩნდეს უკმაყოფილება სამსახურში, პიროვნებებთან ან განცდა, რომ ყველაფერს თქვენ აკეთებთ, ამიტომ აქ ფრთხილად იყავით გადაღლასთან და საკუთარი თავის მუდმივად ვალდებულებებში ყოფნასთან. აქ მთავარი გაკვეთილი იქნება აუცილებლად დისციპლინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ქალწული - მეხუთე სახლს გაააქტიურებს. შეიძლება გაძლიერდეს სურვილი, რომ სხვებისგან მიიღოთ ყურადღება ან აღიარება. აქ ურთიერთობებში შეიძლება გაჩნდეს ეჭვიანობა ან კონტროლის თემები და ამიტომ ფრთხილად იყავით ამ თემებთან. შემოქმედებას რაც შეეხება, აქ შეიძლება ძალიან ძლიერი პერიოდი იყოს იმისთვის, რომ განსაკუთრებით გააქტიურდეს სურვილი იმისთვის, რომ აქ თქვენი თავი საუკეთესოდ გამოავლინოთ. საკუთარ თავს ნუ შეზღუდავთ ამ პერიოდში, ნუ შეგეშინდება ისეთი ჩვევების, რაც ნამდვილად გიყვართ.
სასწორი - თქვენთან მეოთხე სახლს გაააქტიურებს. აქ შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს ძველი ოჯახური წყენები ან ძალაუფლების ძველი მოდელი. აქ შეიძლება მიხვდეთ ოჯახში, რასაც აკეთებდით არა იმიტომ, რომ გინდათ რომ აკეთოთ, არამედ სხვებს ასე სუფთად ან საჭირო იყო. აქ შეიძლება შეიცვალოს ზოგთან საცხოვრებელი თემები პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები.
მორიელი - თქვენთან მესამე სახლს გაააქტიურებს, აქ სიტყვას ძალიან დიდი ძალა ექნება თქვენთან, აქ შეიძლება ერთი ფრაზაც კი გახდეს კონფლიქტურობის მიზეზი. ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან, ინფორმაციის არასწორად გამოყენებასთან, ჭორებთან, მანიპულაციასთან, კომუნიკაციებთან და ისეთი საიდუმლოებების გამჟღავნებასაც, რომელიც შემდეგში შეიძლება თქვენ შემოგიტრიალდეთ. სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა, ამ პერიოდში და აუცილებლად ფრთხილად იყავით ამასთან.
მშვილდოსანი - თქვენს მეორე სახლში ხდება, აქტიური იქნება რამდენად ვაფასებთ საკუთარ თავს. აქ შეიძლება გაჩნდეს მეტი ფულის სურვილი, ფინანსური რისკებისკენ მიდრეკილება ან პირიქით ფინანსური კონტროლის გადაჭარბება. ფრთხილად იყავით ფულით საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებასთან ამ პერიოდში.
თხის რქა - ლილიტი პირველ სახლს გაააქტიურებს. ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება თქვენთვის. ეს არის საკუთარი თავის იდენტობის, გარეგნობის, ქცევების, ცხოვრების მიმართულებების გადაფასება ამ პერიოდში. აქ შეიძლება მოულოდნელად აღარ მოგინდეთ ის როლი, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდით. აქ შეიძლება გახდეს ძლიერი სურვილი იმისი, რომ ახლებურად მინდა ვიცხოვრო, მაგრამ აუცილებლად ფრთხილად იყავით თავისუფლების სურვილთან, ისე რომ არ გადააჭარბოთ ამას, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ძალა დაუმტკიცოთ ვიღაცას. ეს შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი პერიოდი და თქვენი ძველი იდენტობის მოსაშორებლად იდეალური შეიძლება იყოს და ასევე თქვენი ავთენტიკური საკუთარი თავის შესაქმნელად.
მერწყული - თქვენთან მე-12 სახლს გაააქტიურებს. შეიძლება ლილიტმა გაგიაქტიუროს შიშები, საკუთარი თავის დაურწმუნებლობა და ასევე შინაგანი ბევრი თემები ამოატივტივოს ზედაპირზე. ძველი შიშები, ჩახშობილი ბრაზი, დაუმუშავებელი ისტორიები შეიძლება კვლავ გააქტიურდეს თქვენთან. ეს კარგი პერიოდია საკუთარ თავთან მუშაობისთვის, რაც ჩრდილში იყო, მაგალითად, სინამდვილეში უნდა გამოვიდეს ამ პერიოდში.
თევზები - თქვენთან მე-11 სახლს გაააქტიურებს. აქ შეიძლება შეიცვალოთ მეგობრული წრე, გარემო, ზოგიერთი ადამიანები და კავშირები შეიძლება საერთოდ ჩამოიშალოს, აი, ძალაუფლებისთვის ბრძოლას ვისთანაც ამტკიცებდით.
ბოლოს, ყველას გეხებათ, ნუ შეგეშინდებათ იმის, რაც თქვენში ბნელია. ჩრდილი არის ის ნაწილი, რომელსაც საკმარისი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს - ნახეთ, საკონკურსო კლიპი
⭕რა ემართება ტვინს თამაშდამოკიდებულებისას და როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობები - ფსიქოლოგის განმარტება