15 სექტემბრიდან „ლილიტი“, იგივე შავი მთვარე თხის რქაში იქნება 9 თვის განმავლობაში. მანამდე იყო მშვილდოსანში. 2027 წლის 12 ივნისს კი მერწყულში იქნება.
გთავაზობთ პროგნოზს, რათა ნათლად წარმოიდგინოთ რა შიშები და ცდუნება შეიძლება მოგიტანოთ „ლილიტმა“, უკვე რომ გეცოდინებათ, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ.
❤ შავი მთვარე „თხის რქაში“ იყო 9 წლის წინ, 2017-18 წლებში და გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში.
პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
♈️ ვერძი: ფრთხილად მოაგვარეთ სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საკითხები. გაფრთხილდით, რომ ვინმემ განზრახ არ დაგაზარალოთ. არ შეგელახოთ რეპუტაცია, სტატუსი.
♉️ კურო: მაქსიმალურად ფრთხილად ყველაფერთან, რაც დაკავშირებულია უცხოეთთან (მიმოსვლა, საყიდლები, ფინანსები, სწავლა, რომანი). გაფრთხილდით, იურიდიული საკითხების და საბუთების მოგვარებისას.
♊️ ტყუპი: თუ კრიტიკულად აუცილებელი არაა, ნუ აიღებთ ვალს, სესხს, ან ეცადეთ, მაქსიმალურად გაერკვეთ დეტალებში, რომ მოტყუებული, იმედგაცრუებული არ დარჩეთ. თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, გვერდით გამოცდილი პარტნიორი უნდა გყავდეთ. ზოგადად, ფულის და პარტნიორების თემაა დასარეგულირებელი. აგრეთვე ფრთხილად, თუ აგვარებთ მემკვიდრეობის, ალიმენტის, დაზღვევის საკითხებს.
♋️ კირჩხიბი: ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოდიან. ადამიანი შეიძლება არ იყოს ის, რადაც თავი მოაქვს. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას ახალგაცნობილებთან.
♌️ ლომი: მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას: გაიუმჯობესეთ ძილის, კვების და დასვენების რეჟიმი. თუ ამ პერიოდში უნდა ჩააბაროთ ანალიზები, გადაამოწმეთ. ნუ აიყვანთ სამსახურში საეჭვო ადამიანებს, ზოგადად, სამსახურში შეიძლება იყოს ჭორები და გაურკვევლობები. ზოგიერთი შეიძლება შინაური ცხოველისგან დაზიანდეთ.
♍️ ქალწული: ფრთხილად ფლირტის და პირადი ცხოვრების თემებთან, ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.
♎️ სასწორი: ლილიტი არის ილუზიები, ცდუნება, შიშები. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული თუ აგვარებთ სახლთან, უძრავ ქონებასთან, დაოჯახებასთან დაკავშირებულ თემებს. მოერიდეთ ნათესავებთან გაუგებრობებს, ნუ შეუშვებთ თქვენს უძრავ ქონებაში საეჭვო ადამიანებს.
♏️ მორიელი: - ლილიტი გადადის თქვენი ფინანსების სფეროდან და თუ აქამდე გაურკვეველი სიტუაციები იყო, შეფერხებები და დანაკლისები, მოგიწესრიგდებათ. ამ დღიდან გაფრთხილდით მგზავრობისას, საჭესთან. სწავლის დროს იყავით დაკვირვებული. აგრეთვე აკონტროლეთ გამონათქვამები, თქვენი ცუდად ნათქვამი სიტყვა სხვას შეიძლება წყევლასავით აუხდეს.
♐️ მშვილდოსანი: მოსალოცად გაქვთ საქმე, ლილიტი 9 წლით დაგემშვიდობებათ. თუმცა, ახლა ლილიტი გადადის თქვენი ფინანსების სფეროში და გაფრთხილდით, რომ ოქროს ფასად არ იყიდოთ ოქროსფერი ბიჟუტერია. მოხდება ღირებულებების გადაფასება.
♑️ თხის რქა: შავი მთვარე ანუ „ლილიტი“ თქვენს ნიშანში გადმოვა 9 თვით და ახლა თითქოს მთელი მსოფლიოს ყურადღება თქვენკენაა მომართული და ყველა ჩასაფრებულია, რომ თქვენი ერთი არასწორი ქმედება ამ ნათქვამი კიდევ უფრო დამახინჯებულად გაავრცელონ და კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეგიქმნან. გაფრთხილდით, შეიძლება იყოს ცდუნებები, ბრალდებები, შეიძლება სხვის გამო დაზარალდეთ.
♒️ მერწყული: შეიძლება გაიგოთ საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ ან თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. შეიძლება მოგინდეთ განმარტოება ან კომუნიკაციის შემცირება ზოგიერთ ადამიანთან. კარგი იქნება საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და იმის გარკვევა, თუ რა გაშინებთ და საერთოდ რატომ გეშინიათ ამის. კარგი იქნება ფსიქოლოგიური საუბრები, ეზოტერიკაში გარკვევა. დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს.
♓️ თევზები: ლილიტი 9 თვე იყო თქვენი სტატუსის, კარიერის თემაში და მინდა გკითხოთ, რაში შეგიშალათ ხელი? ახლა შეიძლება ზოგიერთმა მეგობარმა ცუდად გამოავლინოს თავი ან ნამდვილი სახე დაგანახვოთ. ნუ შეუშინდებით საქმიანობაში ai-იტექნოლოგიების გამოყენებას. თუ ახალი პროექტების განხორციელებას აპირებთ, დეტალებში ზედმიწევნით ყურადღებით გაერკვიეთ და პარტნიორებიც საიმედოები შეარჩიეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: