Digest Logo

„ლომი შეიძლება ფიქრობდეს, როგორც კირჩხიბი“ - რატომ არის მზის ნიშანი მხოლოდ აისბერგის მწვერვალი: ნინო ალბორიშვილის განმარტება

1790255005
ნინო ალბორიშვილი

სოციალურ ქსელებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშანი ხშირად ადამიანის მიკრულ იარლიყად იქცა, თუმცა მხოლოდ მზის მდებარეობით პიროვნების სრული შეფასება უდიდესი შეცდომაა.

ასტროლოგ ნინო ალბორიშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ გავიგოთ, რას გრძნობს ადამიანი, როგორ აზროვნებს, რა უყვარს ან როგორ მოქმედებს, აუცილებელია მისი პირადი რუკის სიღრმისეული ანალიზი - ვენერას, მთვარის, მერკურისა და მარსის მდებარეობის გათვალისწინებით.

სწორედ პლანეტების ეს მრავალფეროვანი სინთეზი ხსნის იმ პარადოქსს, თუ რატომ შეიძლება ერთი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი სრულიად განსხვავებულად ფიქრობდეს, გრძნობდეს და მოქმედებდეს:

„რატომ არ ხართ, მხოლოდ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი.

დღეს ზოდიაქოს ნიშანი თითქოს იარლიყად, ტანსაცმელზე მიკრულ ეტიკეტად იქცა. 

თითქოს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, რომ ვიცოდეთ, მის შესახებ ყველაფერი ვიცით. 

მაგრამ ასე არ არის, როგორი წნეხის ქვეშაა მორიელები, ტყუპები, თუ კირჩხიბები...რამდენი შეურაცხმყოფელი რამ ითქვა ამ ნიშნებზე. 

რატომ არ ვართ, მხოლოდ ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი?

ჩემი საყვარელი მაგალითი უსახლკარო ადამიანია.

წარმოიდგინეთ მიდიხართ ქუჩაში და ხედავთ უსახლკარო ადამიანს.

„უსახლკაროა“ - ფიქრობთ თქვენ.

ეს დაახლოებით იგივეა, რაც ზოდიაქოს ნიშანი. მზე ადამიანის რუკაში.

მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, რას გრძნობს ეს ადამიანი. ეს მისი ვენერაა.

თუ რატომ მოსწონს ასეთი ცხოვრება, ან იქნებ საერთოდ არ მოსწონს. მის რუკაში, ვენერას რომ შეხედოთ, ამას მაშინვე დაინახავდით.

არც ის იცით, როგორ მოახდენს რეაგირებას, როდესაც მის გვერდით ჩაივლით. იქნებ ფსიქიკურად არასტაბილურია? ან უბრალოდ გააგრძელებს ძილს.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მის რუკაში, მთვარეს უნდა შევხედოთ. მთვარე ემოციებზე და რეაქციებზეა პასუხისმგებელი.

მხოლოდ ვარაუდი შეგიძლიათ, საინტერესოა თუ არა ის, როგორც მოსაუბრე.

იქნებ ოდესღაც მათემატიკის პედაგოგი იყო და უბრალოდ მის ცხოვრებაში, რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა.

იქნებ ჭკვიანი და განათლებული ადამიანია.

მისი რუკაში მერკური გიჩვენებთ, თუ როგორ აზროვნებს იგი.

და თუ საკუთარ თავს ეკითხებით: რატომ არაფერს აკეთებს არსებული სიტუაციის შესაცვლელად? - უნდა შევხედოთ მის რუკაში მარსის მდგომარეობას.

ასეთი ფორმით მეტ-ნაკლებად ლოგიკური სურათი გამოიკვეთება, კონკრეტულ ადამიანზე.

აღარაფერს ვამბობ ასპექტებზე, სახლებზე და მმართველებზე, რომელიც ძალიან ბევრს ცვლის.

მაგრამ დასაწყისისთვის შეგვიძლია პლანეტების მდებარეობას ნიშნებში მაინც შევხედოთ და არ გავაკეთოთ აქცენტი, მხოლოდ მზის ნიშანზე.

მაგ: მე ლომი ვარ და იწყება.

შეიძლება ადამიანი ლომი იყოს, მაგრამ ფიქრობდეს, როგორც კირჩხიბი - მერკური კირჩხიბშია.

მოქმედებდეს, როგორც თევზები - მარსი თევზებშია.

ემოციურად რეაგირებდეს, როგორც მშვილდოსანი. მთვარე - მშვილდოსანშია.

და უყვარდეს, როგორც ქალწულს შეეფერება, რადგან ვენერა ქალწულშია.

აი, ასე იქნება უფრო სწორი.

სიღრმისეული შეფასებისთვის კი, პირადი რუკის შესწავლაა აუცილებელი“, - წერს ნინო ალბორიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩვენი დნმ კომპიუტერულ პროგრამას ჰგავს“ - რა საიდუმლოს ინახავს ადამიანის სისხლი და წინაპრების გენები: ვატო მსხილაძე

🎥 ხვიჩა კვარაცხელია ძმაზე: „მისი წარმატება ჩემსაზე ასჯერ მეტად გამიხარდება - ძალიან ვამაყობ ჩემი ძმით“

🎥 „ექიმებს ვუთხარი, სულელები ხართ, რაც არ მაქვს რა უნდა შემერყეს-მეთქი“: რას იხსენებს გივი სიხარულიძე