Digest Logo

🎥 „მანიფესტაციები, სურვილების ჩამოწერა და სულიერი პრაქტიკები ამ პერიოდში განსაკუთრებით ეფექტური იქნება“ - მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი 20 მარტის ჩათვლით

1772040852
მარიამ შუკაკიძე

დაბნელებების პერიოდი, ასტროლოგიური ახალი წელი, რეტროგრადული მერკური და პლანეტები თევზების ზოდიაქოს ნიშანში - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა მარიამ შუკაკიძემ „იუთუბის“ საკუთარ არხზე ისაუბრა.

ასტროლოგი გვირჩევს მომდევნო რამდენიმეკვირიანი პერიოდი მშვიდად და აუჩქარებლად გავიაროთ. მისი თქმით, კარგი იქნება არსებული ურთიერთობების დალაგებას ვეცადოთ:

„უკვე მერკური რეტროგრადულად მოძრაობს. მზე გვაქვს თევზებში და არის თევზების პერიოდი. ასევე ვენერა და მერკურიც თევზებში იმყოფებიან. შესაძლოა ცოტა დეპრესიული პერიოდიც იყოს. ეს არის პერიოდი შემოქმედებითი და კრეატიული ადამიანებისთვის. შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ ჩვენ თავს. სიყვარულის მხრივ, კარგი პერიოდია თუ ნეგატიური ტრანზიტი არ გვაქვს პერსონალურ რუკებში. 

რეტროგრადული სვლის მიუხედავად, მაინც კარგი პერიოდია. თევზებს შეუძლიათ ურთიერთობების დალაგება. გააკეთეთ მანიფესტაციები სიყვარულზე. კარგი პერიოდია ინვესტიციებისთვის, ფინანსური წამოწყებებისთვის. ასევე მოლაპარაკებებისთვის. ძველი დაგეგმილის გაგრძელება ამ პერიოდში შეიძლება, თუმცა ახალი წამოწყებებისგან თავი შეიკავეთ. წყლის ნიშნების პერიოდია რომანტიკის თვალსაზრისით.

ენერგიის დაქვეითების პერიოდი ვერძსა და ქალწულს აქვს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ბედის კორექტირება თუ გავითვალისწინებთ ციური სხეულების მოძრაობასაც. რესურსი შეგიძლიათ მიზნების მიღწევისთვის გამოიყენოთ. ეს პერიოდი უნდა მივიღოთ სრული მადლიერებით და მივენდოთ სულიერ სამყაროს.

დაბნელებების პერიოდი არის უბრალოდ წლიური ენერგიების პიკი. თუმცა შეგვიძლია, მოტივაციისთვის გამოვიყენოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი უნდა ვაკეთოთ ამ პერიოდში. ტრანსფორმაციები უნდა გამოვიყენოთ და მივიღოთ სულიერი ზრდისთვის. გადააფასეთ რეალობა, ადამიანებთან ურთიერთობები. სად რა შეგვეშალა. ერთგვარი სულიერი გამოღვიძების პერიოდიცაა ეს დაბნელებები.

ამ პერიოდს ახასიათებს წნევები, ძილიანობა ან უძილობა. ორგანიზმს უნდა შევუწყოთ ხელი ადაპტაციაში. 20 მარტის ჩათვლით არ არის აუცილებელი დადოთ ხელშეკრულებები და აწარმოოთ საქმიანი ურთიერთობები. ეს ეხება ტექნიკის შეძენასაც.

გვაქვს მარსი ურანის კვადრატი, რაც ადამიანებში სიახლეებს და ნევროზულობის მომატებას იწვევს. ურანს უყვარს რევოლუცია. ადამიანები ამ დროს, მარტივად ღიზიანდებიან და ხასიათი ეცვლებათ. არის ბობოქარი ენერგიები. ეხებათ მერწყულებს, კუროს და მორიელებს. თავი შეიკავეთ სპონტანური ცვლილებებისგან. დაბნელების პერიოდში რასაც აკეთებთ, ის შემდეგ აღარ იცვლება. არის აფექტური ასპექტი. აგრესია ზენიტშია.

ასევე, 20 მარტს გვექნება ასტროლოგიური ახალი წელიც. კარგი იქნება მანიფესტაციების გაკეთება, სურვილების ჩამოწერა, სანთლების დანთება“, - აღნიშნა მარიამ შუკაკიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან

⭕„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა