საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის „ლა ლიგის“ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიქაუტაძემ „ესპანიოლის“, „ხეტაფეს“ და „ლევანტეს“ კარი დალაშქრა.
ყველაფერთან ერთად აღნიშნული ფაქტი ორმაგად სასიხარულოა საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულთათვის, რადგან მიქაუტაძეს FC 2026-ში (Ultimate mode-ში) სპეციალური ქარდი გამოუვა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე „ვილიარეალს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან
⭕„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა