Digest Logo

მარადიულობა, დაცვა და ალქიმია - რას ნიშნავს სინამდვილეში ანხი: რას წერს ქეთი ოდიშელი

1795429797
ქეთი ოდიშელი

რა კავშირი აქვს უძველეს ეგვიპტურ ანხს ადამიანის სხეულის სტრუქტურასთან, ვენერას სიმბოლოსა და სპილენძთან?

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი „სიცოცხლის გასაღებად“ წოდებულ ამ საკრალურ ნიშანს სიმბოლიზმის, ეზოტერული ანატომიისა და ალქიმიის გადაკვეთაზე განიხილავს - იქ, სადაც სულიერი და მატერიალური საწყისები ერთიანდება.

„☀️ ახლა მინდა მოგიყვეთ ერთ წიმბოლოზე, რომელიც ვფიქრობ ეგვიპტის განუმეორებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და რომელზედაც არა მხოლოდ ეგვიპტურ, არამედ ზოგადად სიმბოლიზმში ძალიან მრავალმხრივი, საინტერესო განმარტება შეიძლება მოიძიოთ, მაგრამ მინდა ცოტა განსხვავებულ ჭრილში მოგიყვეთ ამ სიმბოლოს შესახებ, რადგან ერთად ამ ინფორმაციას თავმოყრილს ვერსად ნახავთ.

​🗝️ ანხი / სიცოცხლისა და ცნობიერების გასაღები ​𓋹 ანხი უძველესი ეგვიპტური იეროგლიფი და საკრალური სიმბოლოა, რომელიც სიტყვასიტყვით „სიცოცხლეს“ ნიშნავს. მას ხშირად „სიცოცხლის გასაღებად“ ან „ნილოსის გასაღებად“ მოიხსენიებენ. ეს განუმეორებელი ნიშანი მრავალმხრივ, საინტერესო განმარტებას გვთავაზობს სიმბოლიკაში. ​ორიგინალ ტექსტებში ანხი სრულად ასე იწერებოდა ꜥnḫ, რაც სამი ნიშნის კომბინაციას წარმოადგენდა:

🫴 𓋹 𓈖 𓐍. ​სიმბოლოს მნიშვნელობა და დანიშნულება მრავალგვარია:

​✋ მარადიულობა და კავშირი სიმბოლოს ზედა მარყუჟი განასახიერებს უსასრულობასა და მარადიულ სულს, ხოლო ქვედა ჯვარი — მიწიერ ყოფიერებასა და მატერიალურ სამყაროს. მათი კავშირი სულის უკვდავებას, სინათლისა და სიბნელის, ცისა და მიწის, აგრეთვე მამაკაცური (ოსირისი) და ქალური (ისიდა) საწყისების ჰარმონიას გამოხატავს. ​✋ დაცვა და ენერგია ძველ ეგვიპტეში ანხი ღმერთებისა და ფარაონების მთავარი ატრიბუტი იყო, ჯანმრთელობის, ბარაქისა და დაცვის ნიშანი. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თილისმად რჩება, რომელიც ენერგიის აღდგენასა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ​

✋ ეზოთერული ანატომია ვიზუალურად ანხი წააგავს ჯვარს, რომელსაც თავზე მარყუჟი აქვს. მისი ფორმა ადამიანის სხეულის ზედა ნაწილის პროპორციებს იმეორებს: მარყუჟი თავის ქალასა და ცნობიერებას შეესაბამება, ჰორიზონტალური ხაზი — გაშლილ მხრებს, ხოლო ვერტიკალური — ხერხემალს. ეზოთერულ ანატომიაში ეს სტრუქტურა „გასხივოსნებული ადამიანის სქემად“ მოიაზრება, სადაც ცნობიერება და გონება სტიქიებისა და მატერიალური სხეულის ჯვარს წარმართავს. ​

✋ ასტროლოგია და ალქიმია მოგვიანებით, ალქიმიურ ტრადიციაში, სწორედ ანხის ფორმიდან განვითარდა ვენერას ♀ სიმბოლო. ალქიმიაში ეს ნიშანი სპილენძს (Cuprum) უკავშირდებოდა - ლითონს, რომელიც ენერგიის გამტარობით გამოირჩევა. ამ ჭრილში ანხი განიხილება როგორც გამტარი სულიერ საწყისსა და მატერიალურ სამყაროს შორის“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა განმეორდა თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ?“ - 24 ნოემბრის სავსემთვარეობა და გადამწყვეტი პერიოდი: ლამზირა ხაჭაპურიძის პროგნოზი

⭕საქართველოში ამინდი შეიცვლება - სად არის მოსალოდნელი წვიმა და ტემპერატურის კლება

🎥 რამდენად მნიშვნელოვანია დროული აცრა, რატომ უნდა დავიცვათ განსაკუთრებით ბავშვები და რისკჯგუფები? - ხათუნა ზახაშვილი

✕