ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 24 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს:
„24 თებერვალი: „მონეტების სამიანი“ - თანამშრომლობა და ოსტატობა
ზოგადი დღის ფონი: სამშაბათი არის შრომისა და გუნდური მუშაობის დღე. „მონეტების სამიანი“ მიუთითებს, რომ წარმატება მოდის პროფესიონალიზმსა და სხვებთან თანამშრომლობაში. მარტო ნუ ეცდებით კედლის აშენებას, დაიხმარეთ სპეციალისტები.
მნიშვნელოვანი საკითხები: კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, კონსულტაციებისთვის და პროფესიული რჩევის მისაღებად. თქვენი შრომა დაფასდება. აჩვენეთ თქვენი ოსტატობა და ნიჭი საზოგადოებას. საძირკველი, რომელსაც დღეს ჩაყრით, ძალიან მყარი იქნება.
ურთიერთობები: ურთიერთობების შენების დღეა. ეს არ არის მხოლოდ ემოციები, ეს არის ერთობლივი გეგმები და მომავლის ხედვა. წყვილები მუშაობენ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
ფინანსები: სტაბილური შემოსავალი პროფესიული საქმიანობიდან. შესაძლოა გააფორმოთ მოგებიანი კონტრაქტი. ფული მოდის შრომით და არა გამართლებით.
ჯანმრთელობა: გეგმური შემოწმება, ექიმთან ვიზიტი ან რეჟიმის დაცვა. ჯანმრთელობა დამოკიდებულია დისციპლინაზე.
ააშენე შენი მომავალი აგურ-აგურ! პროფესიონალიზმი დღეს ფასდება“, - წერს ეზოტერიკოსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს, ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 24 თებერვლის ენერგიებზე