ტაიგერ ვუდსის გრანდიოზული კრახიდან წლების შემდეგ, კოსმოსში ზუსტად ის პლანეტარული კონფიგურაცია მეორდება, რომელმაც ისტორიაში პირველი მილიარდერი სპორტსმენის რეპუტაცია ერთ ღამეში დაანგრია.
როგორ უკავშირდება მარსის რეტროგრადულობა, „კრიზისების სახლი“ და ლომის ზოდიაქო ცნობილი გოლფერის სკანდალურ დაცემას და რატომ უნდა ველოდოთ მსგავს დრამატულ მხილებებს დღეს — ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური ანალიზი ვუდსის ქეისზე დაყრდნობით:
„⛳ ტაიგერ ვუდსის სკანდალი „მეფის დაცემა“!
❓ იცოდით, რომ ისტორიაში პირველი მილიარდერი სპორტსმენის გრანდიოზული კრახი მათემატიკურად გამოთვლად ციკლში მოხდა, სწორედ ამაზე მინდა ახლა მოგიყვეთ. ტაიგერ ვუდსის პირად ნათალურ რუკაში, მარსი (რეტროა) კრიზისების სახლს მართავს. სწორედ ამიტომ, მარსის უკუსვლის ციკლი მის ცხოვრებაში, სხვა ვარსკვლავების "ხელშეწყობით" მისი დიდების კრახზე მეტყველებდა, და ასეც მოხდა, იდეალური ცხოვრება ერთ ღამეში ჩამოიშალა!
🔮 რატომ არის ეს ისტორია დღეს განსაკუთრებით აქტუალური? ასტროლოგიის „ეშხი“ და ეფექტურობა ხომ ციკლურობაშია: ცაზე პლანეტარული კონფიგურაციები მეორდება, სცენარები კი მსგავს დრამატულ ფორმას იღებს. თუ ამ ციკლების წაკითხვას "დაამხეცებ", უკვე მთელი ჯადოსნობა თვალწინ გეშლება, ისევე როგორც ახლა... შეხედე კოსმიურ პარალელს:
✋ მაშინ (2009 წ.): მარსი ლომში, ვენერა მორიელში, იუპიტერი ლომი-მერწყულის ღერძზე (მარსთან ოპოზიციით) და სატურნი ვერძ- სასწორის ღერძზე.
✋ ახლა: მარსი კვლავ ლომშია, ვენერა მორიელში, იუპიტერი — ლომი-მერწყულის ღერძზე (მარსთან შეერთებით), ხოლო სატურნი — ვერძი-სასწორის ღერძზე! შესაბამისად, მსოფლიო სცენაზეც და პირად ცხოვრებაშიც მსგავსი დრამატული მხილებების მომსწრენი გავხდებით. მოიმარაგეთ პოპკორნი.
🚗 ღამე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა: 2009 წლის 27 ნოემბერს ვუდსი საკუთარი ჯიპით ხეს დაეჯახა. მალევე გაირკვა, რომ ცოლმა ქმრის ტელეფონში ღალატის შეტყობინებები იპოვა, რის შემდეგაც სახლიდან გაქცეულ ტაიგერს გოლფის ჯოხით გაეკიდა
⚡ დიდი კრახი: მომდევნო კვირებში 12-ზე მეტი ქალი გამოჩნდა მედიაში. შედეგად:
✋ ვუდსის იდეალური რეპუტაცია ერთ წამში განადგურდა.
✋ გიგანტმა ბრენდებმა (Gillette, Accenture) მასთან კონტრაქტები გაუქმეს.
✋მალევე მან სპორტიდან წასვლაზე განაცხადა, სექსუალურ დამოკიდებულებაზე და მკურნალობაზე ისაუბრა და 100 მილიონზე მეტის დაკარგვა აღიარა.
🔥ეს ამბავი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როდესაც არ იცი შენი პირადი სუსტი წერტილები, როდესაც არ იცი, თუ როგორ მოქმედებს მარსის რეტროგრადულობა ლომში (თავის ციური ბონუსებით) როდესაც ფარული ვნებები, ეგო და სიამაყე საჯარო კრახით სრულდება.
📢 მართავ შენს კრიზისების სახლს, თუ ის გმართავს შენ?
🫴 როგორც ვუდსის ქეისმა აჩვენა, ნათალურ რუკაში მარსისა და კრიზისების სახლის გაუაზრებლობამ შეიძლება ყველაზე მტკიცე, წარმატებული კარიერაც კი დაანგრიოს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 7 ნიშანი, რომ შესაძლოა წონაში მოიმატეთ - რა ცვლილებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?
⭕ ოფიციალურად: ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდება