მთვარის დღე — 11 / 12
მთვარის ფაზა — მზარდი მთვარე კირჩხიბში / ლომში
როგორი იქნება 28 თებერვალი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი
დღეს დაკავდით საქმეებით, რომლებიც სიხარულს განიჭებთ. შეხვდით მეგობრებს, წადით პაემანზე, დაგეგმეთ გართობა და მიჰყევით ამ გეგმას. კარგი დღეა ბავშვებთან დროის გასატარებლად. შემოქმედებით ადამიანებს შეიძლება ძლიერი შთაგონება ეწვიოთ. წარმატებით წარიმართება საქმეები მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია გართობასთან ან სწავლება-განათლებასთან.
კურო
დღეს კუროსთვის კარგი დღეა სახლისთვის ნივთების შესაძენად. არა მხოლოდ პროდუქტები, არამედ დეკორი, ტექნიკა ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. რაც უფრო დიდი იქნება შენაძენი, მით მეტ სიამოვნებას მოგიტანთ. საკვებზეც ნუ დაზოგავთ — გაუკეთეთ ახლობლებს პატარა დღესასწაული.
ტყუპები
ენერგია დღეს ბევრი გაქვთ, მთავარია სწორად გამოიყენოთ. ზოგს გართობა მოუნდება, სხვები მიზნების განხორციელებაზე იმუშავებენ. კარგი დროა პრეზენტაციებისთვის, რეკლამისთვის, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებებისთვის. მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.
კირჩხიბი
დღეს შეიძლება ფილოსოფიური განწყობა გქონდეთ. დაფიქრდებით, რატომ მუშაობთ ასე ბევრს, რამდენად გაძლევთ ფული სიხარულს და ღირს თუ არა თქვენი ძალისხმევა მიღებულ შედეგს. ზოგმა შემოსავლის გაზრდის გეგმა შეიძლება დასახოს, სხვები კი შოპინგით დაკავდებიან.
ლომი
28 თებერვალს თქვენი თავდაჯერება იზრდება. ენერგია ბევრი გაქვთ და სიამოვნებით დაკავდებით საკუთარ თავზე, შემოქმედებით, საკუთარი ტალანტების წარმოჩენით. კარგი დღეა საკუთარი თავის რეკლამისა და პრეზენტაციისთვის. მეგობრები დაგიჭერენ მხარს როგორც მორალურად, ისე მატერიალურად. გარშემომყოფები მოხიბლულები იქნებიან თქვენით.
ქალწული
ვიღაც მეგობარი ან კოლეგა შეიძლება სამსახურში დაგეხმაროთ. კარგი დღეა საზოგადოებრივ ღონისძიებაზე წასასვლელად, მეგობართან ან პარტნიორთან ერთად დროის გასატარებლად. შესაძლოა ახდეს სურვილი, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობთ. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის.
სასწორი
კარგი დღეა საზოგადოებრივი აქტივობისთვის. გამოიჩინეთ ინიციატივა — შეიძლება მოგინდეთ ქველმოქმედებაში ან მოხალისეობაში მონაწილეობა. მეგობრები გაგახარებენ სიახლით ან საინტერესო შეთავაზებით. მოვლენები სიხარულითა და ოპტიმიზმით აგავსებთ.
მორიელი
დღეს მორიელს ყველაზე მეტად სამუშაო საკითხები დააკავებს. შეიძლება უფრო ეფექტური გზაიპოვოს პრობლემების გადასაჭრელად ან მიიღოს ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. კარგი დღეა მივლინებისთვის ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩასაწერად.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ჰორიზონტების გასაფართოებლად, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, მოგზაურობის დასაწყებად ან რომანტიკული ნაცნობობისთვის. გაატარეთ დრო პარტნიორთან, მოაწყვეთ პაემანი. თავისუფალ მშვილდოსნებს საინტერესო გაცნობის შანსი ეზრდებათ. ინტელექტუალური საქმიანობა მარტივად წავა.
თხის რქა
შეიძლება ცვლილებები მოხდეს პარტნიორულ ურთიერთობებში. ზოგმა დაშორება გადაწყვიტოს, სხვების კავშირი კი უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს. შესაძლებელია საყვარელმა გაგახაროთ საჩუქრით, ფულით ან ერთად შეიძინოთ რაიმე მნიშვნელოვანი. დღე ასევე კარგია პაემნებისა და ნაცნობობისთვის.
მერწყული
კარგი დღეა გართობისთვის, რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. დაკავდით იმით, რაც გიყვართ. შესაძლოა იგრძნოთ, რომ ადამიანებს თქვენგან სულ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. კარგი დროა შემოქმედებისა და თვითგამოხატვისთვის.
თევზები
ფიზიკური შრომა დღეს მარტივად გამოგივათ. სასარგებლოა სპორტი, სეირნობა, სახლის დალაგება ან ნებისმიერი აქტივობა. საქმე შეიძლება ბევრი იყოს და ნაკლებად შემოქმედებითი — რუტინა მაინც ვიღაცამ უნდა გააკეთოს. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს — უბრალო საუბარიც კი აუმაღლებს მათ განწყობას.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია