Digest Logo

მერკური 3-ჯერ იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში - რატომაა ეს პერიოდები განსაკუთრებით საყურადღებო და რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე

1707376951
პლანეტები მერკური

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.

რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.

გარდა ამისა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, საგანმანათლებლო სფეროში უთანხმოებების რისკიც იზრდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით.

2024 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში 3-ჯერ იქნება. ეს თარიღებია:

2-25 აპრილი
5-29 აგვისტო
26 ნოემბერი - 16 დეკემბერი

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული აღნიშნულ დღეებში?

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყება, ხელშეკრულებების დადება;
დიდი შესყიდვები;
შორ მანძილზე მოგზაურობა;
ტექნიკის შეძენა;
ბიზნესის დაწყება;
სამსახურიდან წასვლა.

რეტროგრადული მერკურის პერიოდი სასარგებლოა იმისათვის, რომ:

დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან საბოლოოდ თქვათ მათზე უარი;განაგრძოთ იმის შესწავლა, რაც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მიატოვეთ;მოიშოროთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო;განაახლოთ ძველი, თუმცა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და კომუნიკაციები;დაფიქრდეთ თქვენს იმიჯსა და სტილზე და სურვილისამებრ, რაიმე შეცვალოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„3 წელია რაც ერთმანეთს გადავეყარეთ, თუმცა შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ“ - ზურა გორგაძე თაკო ჩორგოლაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

„ცოტა მშურს კიდეც შენი, ამ ასაკში რომ მოახერხე საკუთარ თავად ყოფნა“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გულედანზე

🎥 რას გულისხმობს 3-წლიანი ბაკალავრიატის ინიციატივა და ვინ შეძლებს ამ ფორმატით სწავლას

წყარო: www.beaumonde.ge