„დღეს, 23 აგვისტოს მზე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა.
ქალწული კოსმოსური დიასახლისია, რომელიც ქაოსს დაალაგებს და ბრწყინვალედ მიუჩენს ყველას და ყველაფერს თავის ადგილს , რადგან ის ძალიან ეფექტური მენეჯერია“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ და ინფორმაციულ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:
„👉 ქალწულის ნიშანს პლანეტა მერკური განაგებს, მიწის სტიქიის წარმომადგენელია და მიეკუთვნება მუტაბელურ ჯვარს (თევზებთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან ერთად). მიწის ნიშნებიდან ის ყველაზე მეტად მოქნილია.
👉 ქალწულებს ყველაზე ხშირად მორიელი მეწყვილეები ჰყავთ და ეს კავშირი, როგორც წესი საკმაოდ მტკიცეა ხოლმე.
👉ქალწული მე 6 - ე ასტროლოგიურ სახლს – ავადობის სახლს მართავს, 👉კარმულ ასტროლოგიაში ამ სახლში მოიაზრება ის (პირობითად) ცუდი კარმა, რომელიც მოგვყვება, რომელსაც ვერ შევცვლით.
გარდა ამისა მე -6 ე სახლში ცხოველებთან, მედიცინასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ინფორმაცია, შვილების ფული და სხვა თემები იშლება.
🟣 მოკლედ, ქალწულების, მათთან ერთად კი წყლისა ♋♏ და მიწის♉♍♑ სტიქიის წარმომადგენლებისთვის მეტად ხელსაყრელი პერიოდია ( თევზებმა- ცოტა მეტი პრაქტიკულობა გამოიჩინეთ და ნუ აჰყვებით ემოციებს ). ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მთვარის დაბნელება რამდენიმე დღეში, სწორედ თქვენ ღერძზე გვაქვს (თევზები - ქალწული) და მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტების გახსნა შეგიძლიათ.
🔥 დაბნელებაზე ინფორმაციას უაზლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
👉 ტიპიური ან ასცენდენტით ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს თხელი აღნაგობა აქვთ, მათ სხვებისგან თხელი, ლამაზი თითებით ადვილად გამოარჩევთ 💅 👉 ასტრო-ეზოთერულ წყაროებში ქალწულის ნიშანს ხორბლის თავთავებიც გამოსახავს ხოლმე“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ავარია მანავში - 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
⭕ „გარდაცვლილები დები არიან“ - ზუგდიდში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები