მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გარდაცვლილები დები არიან“ - ზუგდიდში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები
⭕„ჩემი უძლეველი რაზმით შეკვეთილიდან მოგესალმებით“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად ისვენებს