
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 17 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
„ჰოროსკოპი 17 ივლისისთვის:
მთვარე ვერძში — მოქმედების, განახლებისა და პირადი ძალის დროა. გამოიყენე დღე გონივრულად!
ვერძი — იარე, იმოძრავე, ისუნთქე სუფთა ჰაერი. ძველი იდეა მოგებას მოგიტანს.
კურო — ურთიერთობები განახლდება. საღამო სჯობს სიჩუმესა და ფიქრში გაატარო.
ტყუპი — ენერგიით სავსე ხარ! რაც მეტს იკონტაქტებ, მით მალე მიაღწევ მიზანს.
კიბო — კარიერული შანსები გამოჩნდება. გამოიყენე გამოცდილება.
ლომი — კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. იპოვი სასარგებლო ინფორმაციას.
ქალწული — საინტერესო ნაცნობობა და სასიამოვნო შოპინგი გელის.
სასწორი — დაისვენე. მეტი დრო გაატარეთ სახლში და ფავორიტ საქმეს დაუთმეთ დრო.
მორიელი — იფიქრე, შეცვალე ხედვები. ერიდე ემოციურ რეაქციებს.
მშვილდოსანი — დღე საკუთარ თავზე დახარჯე. საქველმოქმედო საქმეები გაგაბედნიერებს.
თხის რქა — სჯობს, არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმო. დროა მარტო ყოფნის.
მერწყული — ნურაფერზე იტყვი „კი“ დაუფიქრებლად. ინფორმაციის გადამოწმება აუცილებელია.
თევზები — ნაკლები კონტაქტი, მეტი შინაგანი სიმშვიდე. ემოციებს ნუ აჰყვები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს გვიზიარებს - სალომე ლაშხი წითელ კაბაში პოზირებს